დღეს მთელს მსოფლიოში ხდება ახალი, ოპტიმალური მოდელების შემუშავება სწავლებისა და მუშაობის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. ის მოდელი, რომელიც ინდუსტრიულ ეპოქაში შეიქმნა, ქარხნის მუშაობის პროცესს იმეორებს.
სასწავლო დაწესებულებებში და სხვადასხვა კომპანიის ოფისებში, ისევე როგორც ინდუსტრიული ეპოქის ქარხნებში, ყველასთვის ერთნაირი, სტანდარტული გარემო არის შექმნილი. დრო მკაცრად არის განსაზღვრული. თანამშრომლები, ისევე როგორც მოწაფეები, მათი მონაწილეობის გარეშე შემუშავებული წესების ფარგლებში მოქმედებენ.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და ICT სფეროში მომუშავე კომპანიები ახალ მოდელებს ეძებენ, რომლებიც ერთი მხრივ ეფექტური, მეორე მხრივ კი დღევანდელ რეალობას მორგებული იქნება.
15 სექტემბერს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა სანდრო ასათიანის ღია ლექცია, სადაც საუბარი იყო იმ მეთოდებსა და მიდგომებზე, რომლებსაც დღეს მსოფლიოს წამყვანი სასწავლო ცენტრები იყენებენ, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სწავლების კუთხით.
ასევე, განხილული იყო ის მედოთები, რომლებიც გამოიყენებოდა ადრე და დღესაც გამოიყენება კრეატიულ ინდუსტრიაში.