სემიოტიკის მე-10 სამეცნიერო კონფერენცია - სიყვარულის სემიოტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი, 2020
5-6 დეკემბერს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა და სემიოტიკის კვლევითი ცენტრი გიწვევთ სემიოტიკის X სამეცნიერო კონფერენციაზე.
კონფერენციის თემა: სიყვარულის სემიოტიკა
სამყაროში ყველაფერი ინფორმაციაა. ინფორმაციის გადაცემა-მიღება ნიშნებით ხორციელდება: სიყვარული, როგორც უნივერსალური ფენომენი, განსხვავებულად განიცდება და აღიქმება სხვადასხვა ეპოქაში და კულტურაში. მნიშვნელოვანია ყველა ნიშანი (სიმბოლო, მეტაფორა, სტრუქტურა, ტექსტი, რიტუალი, პრაქტიკა...), რომელსაც წარმოქმნის სიყვარულის განცდა.
კონფერენციისთვის საინტერესოა სიყვარულის ფენომენის კვლევა ენაში, ლიტერატურაში, ვიზუალურ თუ აუდიალურ ხელოვნებაში, ზოგადად, კულტურაში;
სიყვარული - მეცნიერება თუ ხელოვნება... მონოლოგი თუ დიალოგი, გზა თუ ლაბირინთი, ხე თუ რიზომა...? ქმნის თუ არა სიყვარული უნივერსალურ სტრუქტურებს? მყარი და ცვალებადი სტრუქტურები სიყვარულის სემიოტიკაში.
სიყვარული და შემეცნება....
სიყვარული - ვნება, სურვილი, გრძნობა, ემოცია თუ განსაკუთრებული სიხშირე?
ამ და სხვა მრავალ კითხვას გასცემს პასუხს კონფერენცია.
მოხსენებები მიიღება აგრეთვე შემდეგი მიმართულებებით: ენისა და ლიტერატურის სემიოტიკა, კულტურის სემიოტიკა, სემიოტიკის ისტორია და თეორია.
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU (ფორმატი განისაზღვრება ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე).
დოქტორანტებისა და მაგისტრებისთვის იმუშავებს ცალკე სექცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია 2020 წლის 15 ნოემბრამდე.
შერჩეული მოხსენებების შესახებ ავტორებს ეცნობებათ 17 ნოემბერს;
კონფერენციის შემდეგ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ ”სემიოტიკის” მე-19 და მე-20 საიუბილეო ნომრებში
სარეგისტრაციო ლინკი →
https://bit.ly/3o6zMMn
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სემიოტიკის კვლევითი ცენტრის Facebook გვერდს →
https://bit.ly/3mOLvOc
გისურვებთ წარმატებას!