GAU-ს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულება საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან პარტნიორობაა. წლიდან წლამდე იზრდება იმ ევროპული თუ ამერიკული წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვი, რომელთანაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საქმიან კავშირებს ამყარებს. შესაბამისად GAU-ს სტუდენტებს სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში და ინტერნაციონალურ განათლებასთან ერთად კულტურული მრავალფეროვნების, სხვადასხვა საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება მიიღონ.
GAU უპირველესად იმ ქვეყნების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს, სადაც საქართველოს აქვს ან ახლო მომავალში ექნება ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის ურთიერთობები, რაც ხელს შეუწყობს GAU-ს სტუდენტების დასაქმებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
Erasmus+ პროგრამების ფარგლებში დღითიდღე იზრდება GAU-ს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების რიცხვი. ასევე, GAU სარგებლობს გაცვლითი პროგრამებით თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთან, სადაც GAU-ს სტუდენტს ეძლევა სტიპენდია მევლანას პროგრამის ფარგლებში. ევროპული უმაღლესი სასწავლებლების გარდა, GAU-ს სტუდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებთან.
GAU თავისი უნიკალური ქართულ-ამერიკული მხარეებით ეფექტურად სარგებლობს გლობალიზაციის იმ შედეგით, რაც განაპირობებს თანამედროვე განათლებას საზღვრებს გარეშე. ამ შესაძლებლობის ფარგლებში GAU თავისი „ორპოლუსიანი შესაძლებლობით“ უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის სხვადასხვა კულტურის, განათლებისა და ინტელექტუალური სივრცის გაზიარების შესაძლებლობას. ამდენად GAU სტუდენტებს სთავაზობს ისეთ პროფესიონალად და მოქალაქედ ჩამოყალიბებას, რომელიც მზადაა გლობალური კონკურენციისთვის და ჰარმონიულად ეწერება მრავალფეროვან თანამედროვე საზოგადოებაში.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის
გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის
გამოცხადებული გაცვლითი პროგრამები