მონაცემთა მეცნიერების მოკლე კურსის შემუშავება GAU-ში
მონაცემთა მეცნიერების მოკლე კურსის შემუშავება GAU-ში
სხვა პროექტები
დასრულებული
„DATAGE–მონაცემთა მეცნიერების მოკლე კურსის შემუშავება GAU-ში“ არის USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით მხარს უჭერს და განავითარებს ტრენინგებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. პროექტს ახორციელებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური მონაცემთა მეცნიერებისა და ანალიტიკოსების განვითარებას, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საჯარო და კვლევითი სექტორის წარმომადგენელ კომპანიებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ და რაც გულისხმობს ქართულ აკადემიურ რეალობაში პირველად შეიქმნას მონაცემთა მეცნიერების მოკლე კურსი, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში.
აღნიშნული სასწავლო კურსის საჭიროება უკავშირდება მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით კომპეტენტური პროფესიონალების ნაკლებობას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერების ზრდად მოთხოვნას საქართველოსა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე. კურსი ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას და ზოგადად, მონაცემთა მეცნიერების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, რაც, თავის მხრივ, სამსახურის მაძიებელთათვის შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
პროექტი განხორციელდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ლინკოპინგის უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პერსონალის თანამშრომლობით. LiU– ს პროფესორები გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს ცოდნას და გამოცდილებას სასწავლო გეგმის მოდერნიზაციისა და მონაცემთა მეცნიერების სასერტიფიკატო პროგრამის მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხებში. პროექტის შემდეგ დაგეგმილია LiU– სთან თანამშრომლობის გაღრმავება მონაცემთა მეცნიერების დარგში აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად პროგრამის შემუშავების მიმართულებით.
ამ სფეროში პროფესიონალების მომზადება არა მხოლოდ დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, არამედ ხელს შეუწყობს ქვეყნისა და რეგიონის მდგრად განვითარებას.
პროექტის ხანგრძლივობა: 15-Mar-2021 - 14-Sep-2021