მოსამზადებელი და გადასამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და ჩატარება
მოსამზადებელი და გადასამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და ჩატარება
სხვა პროექტები
მიმდინარე
პროექტის მთვარი მიზანია სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების სიმწირის აღმოფხვრა. ამის მიღწევა იგეგმება ინოვაციური მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით სამშენებლო საიტის მენეჯმენტის, გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით და პროგრამის მონაწილეთათვის უკეთესი და ეფექტური დასაქმების პერპექტივის შექმნით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება 3 საგანმანათლებლო მოსამზადებელი/გადასამზადებელი პროგრამა; მათგან ორი - კერძოდ სამშენებლო საიტის მენეჯმენტის პროგრამა და გარემოს დაცვის მენეჯმენტის პროგრამა, შეიქნება ესპანელი პარტნიორების ჩართულობით, რაც აღნიშნულ კურსებს საერთაშორისოდ სერთიფიცირებულს გახდის.
პროგრამის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 160 მონაწილე მომზადდება/გადამზადდება აღნიშნული მიმართულებებით.
პროექტის განმახორციელებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლა
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2023-2025