ავტორიზაცია და აკრედიტაცია

ავტორიზაცია და აკრედიტაცია

ქვეყანაში დღეს ხარისხიანი უმაღლესი განათლების განვითარება და მიღწევა შიდა და გარე შეფასებების საფუძველზე ხორციელდება. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი თავისი ყოვედღიური საქმიანობით მოწოდებულია სრულყოს და განავითაროს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები. სტუდენტებზე, ხარისხიან სწავლა - სწავლებაზე და დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აკადემიური ხარისხების მინიჭება იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც თანამედროვე სპეციალისტის წინაშე მსოფლიო ბაზრისა და ინტეგრაციული პროცესების განვითარების ფონზე დგას. შესაბამისად GAU მუდმივად აუმჯობესებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხს. დაფუძნების დღიდან, და განვლილი 10 წლის გადასახედიდანაც,  უნივერსიტეტი იმ მიზნებისა და ამოცანების ერთგული რჩება, რომ მისი სასწავლო პროგრამები ერგებოდეს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. სწორედ ამ მიდგომებმა და უნივერსიტეტის თვითშეფასების მაღალმა სტანდარტებმა განაპირობეს ის, რომ 2021 წელს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა სახელმწიფოს მხრიდან გარე შეფასების მორიგი ეტაპი და კვლავ უპირობო ექვსწლიანი ავტორიზაცია მოიპოვა.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა