მიხეილ გოგატიშვილი

ლექტორები მიხეილ გოგატიშვილი

1990 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოსოფიის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. 2000 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოიპოვა სამართლის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის

1988-1992 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ლაბორანტი, 1991-1995 წლებში კი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1996-1998 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეთოდისტ-მასწავლებელი, 1998-2003 წლებში კი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლოგიკის, ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის მასწავლებელი.

1999-2003 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ფილოსოფიის მასწავლებელი. 1999-2001 წლებში იყო კავკასიის ბიზნეს სკოლა ასოცირებული პროფესორი. 1999-2003 წლებში იყო ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი, ლოგიკის, ფილოსოფიის და იურიდიული ფსიქოლოგიის მასწავლებელი.

2002 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში და მანჩესტერის უნივერსიტეტში. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ეგიდით.

2001-2006 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2006 წლიდან კი, არის ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.

მიხეილ გოგატიშვილი არის ჟურნალის - The Copernicus journal of political studies. Dom wydawnictwo Adam Marszalek - სარედაქციო საბჭოს წევრი; რელიგიურ საქმეთა სააგენტოსთან არსებული კვლევითი ცენტრის კომისიის წევრი; საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების წევრი.

მიხეილ გოგატიშვილი კვლევისა და სწავლების სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, პოლიტიკური ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია, პოლიტიკური სოციოლოგია.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა