რ. მაიკლ ქაუგილი

ლექტორები რ. მაიკლ ქაუგილი

რ. მაიკლ ქაუგილი

პრეზიდენტი, ასოცირებული პროფესორი

რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. მას 35 წლიანი გამოცდილება აქვს ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სფეროებში პროექტების ყველა ფაზის დაგეგმვასა და მენეჯმენტში მსოფლიოს 40 ქვეყანაში. მისი საქმიანობა მოიცავდა სტრატეგიულ ანალიზს, ოპერაციული რისკების მართვას, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობისა და მსოფლიო ბიზნესის განვითარებას.

1999-2003 წლებში რ. მაიკლ ქაუგილი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების პროექტების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი სტრატეგიულ, საკანონმდებლო და ტექნიკურ საკითხებში.

 რ. მაიკლ ქაუგილი წლების განმავლობაში თანამშრომლობს მთელ რიგ ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ:

  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში - პრეზიდენტი, დირექტორთა საბჭოს წევრი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, განათლებისა და ტრენინგების კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარე;
  • გაეროს „გლოპალ კომპაქტის ქსელი“ საქართველოში - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი;
  • ხსნის არმია საქართველოში - მრჩეველთა საბჭოს წევრი;
  • პირველი კერძო კლუბი  -  პრეზიდენტი;
  • საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო ჯგუფი - დირექტორი;
  • საქართველოს ბიზნეს ეთიკის ასოციაციის თანადამფუძნებელი;

რ. მაიკლ ქაუგილს დამთავრებული აქვს ბერკლის უნივერსიტეტი და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა