ვალიკო ბეგიაშვილი
ვალიკო ბეგიაშვილი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (2013-2019 წელი).
მან სტუდენტობის პერიოდში წარმატებით ჩააბარა ამერიკის სალიცენზიო გამოცდები:
- USMLE Step 1 (2017 წელი)
- USMLE Step 2CK (2018 წელი)
- USMLE Step 2 CS (2019 წელი)
უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე იმყოფებოდა კლინიკურ როტაციაზე კლივლენდის კლინიკაში (ოჰაიო, კლივლენდი) იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის დეპარტამენტში.
ვალიკო ბეგიაშვილმა კლინიკური გამოცდილება მიიღო სხვადასხვა კლინიკაში:
- „უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი- საუნივერსიტეტო კლინიკა“, გადაუდებელი მედიცინის დეპარტმენტი (2015-2016)
- სამედიცინო ეკოსისტემა „პინეო“, კარდიოლოგიის დეპარტამენტი (2017)
- „კონსილიუმ მედულა“, ექიმი-რეზიდენტი კლინიკურ ონკოლოგიაში (2019-2020)
არის ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მიერ სერთიფიცირებული BLS ინსტრუქტორი “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში“ (2020- დღემდე)
აქვს 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. ამჟამად არის მიწვეული პედაგოგი ქართულ-ამერიკულ უნივერიტეტში (GAU), სადაც უძღვება პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებასა და სამედიცინო გენეტიკას.
ვალიკო ბეგიაშვილი არის, ასევე, მიწვეული პედაგოგი ევროპულ უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის ფარმაკოლოგიასა და ფიზიოლოგიას.
ის, ასევე, უძღვებოდა ამერიკის სალიცენზიო გამოცდების პირველი და მეორე ეტაპის მოსამზადებელ კურსს.