გიორგი გოგშელიძე

კურსდამთავრებული

გიორგი გოგშელიძე

გიორგი გოგშელიძე

თიბისი ბანკი / მალი XXI
სამართლებრივი უზრნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე / აღმასრულებელი დირექტორი
კურსდამთავრებულები
2013

„GAU- ფორმულა მარტივია - გახდი GAUელიგამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული.

2008 წელს ჩავაბარე ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის სამართლისსოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართლის პროგრამაზეაქედან დაიწყო ყველაფერი - დაიწყო ჩემი როგორც პროფესიულიასევე პიროვნული განვითარებაშევიძინე მეგობრები.

GAU იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები აკეთებდნენ მაქსიმუმსჩვენი ფუნქცია იყო მხოლოდ შემოთავაზებულის სათანადოდ ათვისება.

ლექტორებმა მოგვცესროგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნაყველაზე მეტად მომხიბვლელი სწორედ ეს უკანასკნელია - GAU-ში თეორია და პრაქტიკა შერწყმულად ისწავლება. GAU საბაკალავრო ხარისხის მიღებით ხდები კონკურენტუნარიანი კადრი.

GAU- ხელშეწყობით ჯერ კიდევ 2008 წელს საადვოკატო პრაქტიკები გავიარე შპს „ზაზა რუხაძე და კომპანიაში და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში

2010 წელს პრაქტიკანტად ჩართული ვიყავი სახელმწიფო იურიდიული დახმარების პროექტში. 2010 წელს იურისტად დავიწყე მუშაობა შპს „ჯი-ენდ-სი ჯგუფში“. 2011 წელს პრაქტიკანტად ვმუშაობდი „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“. 2011 წელს წამოვიწყე კერძო საადვოკატო პრაქტიკადავაფუძნე საკუთარი იურიდიული კომპანია შპს „B&P“ და მოვიზიდე არაერთი ადგილობრივი თუ უცხოელი კორპორატიული კლიენტი. 2011 წლიდან იურისტად ვმუშაობდი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოლდინგში შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“, 2012 წლიდან - შპს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“. 

GAU- დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსიამ კუთხით GAU- სამართლის იურიდიული კლინიკა საქართველოში მოწინავეა. GAU- იურიდიული ფაკულტეტის მაღალკვალიფიციური ლექტორების დამსახურება იყო ისრომ 2010 წელს ავიღე კემბრიჯის ILEC-ის (Cambridge University - საერთაშორისო იურიდიული ინგლისურის სერტიფიკატისერტიფიკატი და შევიძინე იურიდიულ სფეროში ინგლისურად მუშაობის უნარ-ჩვევები. 2011 წელს გავხდი ადვოკატთა ასოციაციის წევრიმიუხედავად ასაკისა, GAU- ლექტორებისგან მიღებულმა ფასდაუდებელმა პრაქტიკულმა და თეორიულმა ცოდნამ გადამალახინა ცხოველური კონკურენცია.

2013 წლის ივლისში GAU-ში მოვიპოვე მაგისტრის ხარისხი. შემდგომ - გერმანიაში, ბერლინის უნივერსიტეტში დავამთავრე  მაგისტრატურა - International Business Law-ში. 2019 წლიდან ვარ GAU-ს დოქტორანტი.

2012 წლიდან გავხდი სს „თიბისი ბანკის იურისტი, შემდგომ უფროსი იურისტი, იურიდიული მხარდაჭერის განყოფილების უფროსის მოადგილე და თიბისი ჯგუფის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. თიბისი ჯგუფში წლების მანძილზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს მიღმა მაქვს მონაწილეობა მიღებულ უამრავ საინტერესო პროექტში.

თითოული ზემოაღნიშნული ნაბიჯის გადადგმისას მუდმივად გვერდში მედგა GAU მთელი კონტიგენტიისინი დღეს ჩემი მეგობრები არიანშეუფასებელია GAU იურიდიული ფაკულტეტის ლექტორების ღვაწლი ჩემს განვითარებაში.GAU ჩემთვის საუკეთესო წლებთანმეგობრობასთან და წარმატებასთან არის დაკავშირებული.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა