ჯემო იობაშვილი
ჯემო იობაშვილი
"2019 წელს გავხდი ნამდვილი ,,მთის ლომი”, ესეიგი დავამთავრე GAU-ს ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, კერძოდ QUANT-ის პროგრამა, რაც წარმოადგენს რაოდენობრივი ფინანსების კურსს. მესამე კურსზე სწავლის პერიოდში, GAU-მ რეკომენდაცია გამიწია ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მასშტაბურ პროექტში - GSSS Upgrade (Georgian Security Settlement System). პროექტის დასრულების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა შემომთავაზა ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის რისკების მართვისა და კონტროლის განყოფილებაში რისკ მენეჯერის პოზიცია.
უკვე მესამე წელია საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდის წევრი ვარ და ამჟამად, უფროსი რისკ მენეჯერის პოზიციას ვიკავებ. ჩემი კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი GAU-ს QUANT-ების უნიკალური პროგრამაა, რომელიც პროფესიონალი ლექტორების დახმარებით წარმატებით გავიარე. GAU ასოცირდება პროფესიონალ და მეგობრულ ლექტორებთან, შრომისმოყვარე სტუდენტებთან და საუკეთესო მოგონებებთან."