ლევან გოგორელიანი
ლევან გოგორელიანი
„2010 წელს ჩავაბარე GAU-ში - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და ავირჩიე რაოდენობრივი ფინანსების მიმართულება (Quant). სწავლა და შესაბამისად კონკურენცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ დიდი შრომის და მეცადინეობის შემდეგ კურსი წარმატებით გავიარე.
როგორც ყველა სტუდენტს, მეც ნაადრევად მქონდა მუშაობის დაწყების სურვილი და მე-4 კურსიდან დავიწყე სტაჟირების პროგრამა სს „თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო დეპარტამენტში. სტაჟირების შემდეგ ვმუშაობდი ლიზინგის პროექტების მენეჯერად და ამჟამად ვარ უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორის უფროსის პოზიციაზე.
დასაქმებული ვარ უკვე 4 წელზე მეტია და ვთვლი, რომ თითოეული პატარა თუ დიდი წარმატების მიღწევაში GAU-ს უდიდესი როლი უჭირავს. ხშირად მსმენია, როდესაც სტუდენტები უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას ვერ იყენებენ რეალურ სამუშაო გარემოში, თუმცა, ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ყოველდღიურად მეხმარებოდა და მჭირდებოდა გაუში მიღებული ცოდნა, ასევე ხელს მიწყობდა წინსვლაში იქ მიღებული გამოცდილება.
დასაფასებელი და აღსანიშნავია ის მეგობრული გარემო, რასაც GAU გვთავაზობს. სკოლის დეკანიდან დაწყებული, ლექტორებით დამთავრებული, ყველა მზადაა სრულფასოვანი დახმარების გაწევისთვის, სწორედ ამიტომ 2014 წელსვე ჩავაბარე GAU -ს სამაგისტრო პროგრამაზე და აქტიურად ვაგრძელებ სწავლას.
წინ კიდევ საინტერესო და დიდი გზაა გასავლელი. მეამაყება, როდესაც ვხვდები, რომ ვარ იმ ძვირფასი აქტივის ნაწილი, რასაც GAU-ს კურსდამთავრებულების წრე ეწოდება.“