ლიკა კარტოზია

კურსდამთავრებული

ლიკა კარტოზია

ლიკა კარტოზია

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა მედიქალ ჰაუსი
მთავარი იურისტი
კურსდამთავრებულები
2013

„2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი, ამავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე სამოქალაქო სამართლის განხრით და 2013 წელს მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო ჩემი შემდგომი კარიერული წინსვლისათვის. სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე მივიღე უმაღლესი შეფასება, ეს როგორც ჩემი თემის ხელმძღვანელის, ასევე თითეული ლექტორის დამსახურებაა. GAU-ს პრიორიტეტი ნამდვილად არის კვალიფიციური აკადემიური გუნდი.

ამას გარდა, ვიყავი GAU-ს თვითმმართველობის წევრი, ჩართული ვიყავი სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტს აქვს თვისი იურიდიული კლინიკა, სადაც სტუდენტები გავდიოდით სტაჟირებას და გვქონდა შეხება რეალურ საქმეებთან.

ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდიდან დაწყებული ვცდილობდი დამეგროვებინა მუშაობის გარკვეული გამოცდილბა. მე-2 კურსის ბოლოს გავიარე 2 თვიანი პრაქტიკა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, შემდეგ ვიყავი ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში „მშვენიერაძე და პარტნიორები“. 2010-2011 წლის ჩათვლით გავდიოდი სტაჟირებას „თბილისელების ადვოკატში“ - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2013 წელს ერთ თვიან პრაქტიკაზე ვიყავი „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“. ასევე, 2009 წლიდან ვმუშაობდი იურისტად ჰუბერტ ბლუმის სახელობის ქართულ-გერმანულ კლინიკაში „გუთემარი“.

2011 წლიდან - დღემდე ვმუშაობ საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკა Medical House - ში მთავარ იურისტად.

2010 წელს ვსწავლობდი GAU-ს PR სკოლაში, სადაც 3 თვიანი კურსი გავიარე პიარსა და ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციენბში. ასევე, ვიყავი 3 საუკეთესო კურსდამთავრებულთა შორის, რომელთაც სარეკომენდაციო წერილი გადმოგვეცა.

2012 წელს წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

GAU არის საუკეთესო უნივერსიტეტი საქართვლოში, რომელიც გვთავაზობს საერთაშორისო სატანდატებთან შესაბამის სწავლებას. გარემო არის თბილი და მეგობრული. უნივერსიტეტის თითეული თანამშრომელი არის სტუდენტზე ორიენტირებული. მიხარია, რომ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გავატარე სტუდენტობის ექვსი საუკეთესო წელი.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა