მარიამ ლაპიაშვილი

კურსდამთავრებული

მარიამ ლაპიაშვილი

მარიამ ლაპიაშვილი

ემ გრუპი
მენიუების განვითარების მენეჯერი
კურსდამთავრებულები
2012

„ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე გადმოვედი სხვა უნივერსიტეტიდან და 2012 წელს წარმატებით დავამთავრე ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი ფინანსებისა და აუდიტის განხრით. ჯერჯერობით მაგისტრატურის გაგრძელებას არ ვგეგმავ, რადგანაც ვთვლი, რომ მხოლოდ პრქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ შემეძლება, გავაკეთო სწორი არჩევანი, თუ რა სპეციალობით გავაგრძელო მაგისტრატურში სწავლა.

პირველად მუშაობა მეორე კურსზე დავიწყე, რადგან მინდოდა მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკით უფრო გამეღრმავებინა. 2009 წლიდან მოყოლებული პატარა ფარმაცევტულ კომპანიას ბუღალტრულ აღრიცხვას ვუკეთებ. რამდენადაც განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი არ მქონია, მუშაობას ჩემთვის სწავლაში ხელი არასდროს შეუშლია. სტუდენტობის პერიოდი, შეძლებისდაგვარად, მხოლოდ სწავლას დავუთმე, ორჯერ ვიმყოფებოდი გერმანიაში სასწავლო კურსებზე, გავხდი DAAD-ის სტიპენდიანტიც.

რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ ძირითად სამსახურს, ვმუშაობ ემ-გრუპში - მენიუების განვითარების მენეჯერად, სადაც ჩემი ჰობის -კულინარიისა და სპეციალობის - ფინანსების შეჯერება მოვახერხე. ჩემი აზრით, დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი საარსებო წყარო ამავდროულად შენი უპირველესი სიამოვნებაცაა.

სამსახურის პარალელურად, სულ ერთი თვეა, რაც ჩემს მეგობართან ერთად გავხსენი ამერიკული გაყინული იოგურტის პატარა კაფე “Fro-yo” აბაშიძის 42-ში. ძალიან მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, მაინც შევძელით საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება. ჯერჯერობით  ყველაფერი კარგად მიდის და ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩემთვის.  მინდა სამომავლოდ საკუთარი ბიზნესი ავაწყო - ეს ხომ ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ამისათვის კი მთავარია სათანადოდ მიღებული განათლება, უდიდესი ძალისხმევა და, ალბათ, ცოტათი გამართლებაც.

მიუხედავად იმისა, რომ GAU-ში მეოთხე კურსზე გადმოვედი, ძალიან კარგად შევძელი დამენახა ამ უნივერსიტეტის უპირატესობები:

  • პირველ რიგში უნივერსტეტის მხრიდან ხელშეწყობა სტუდენტებისთვის, რათა მათ სწავლისთვის სამუშაოს შეთავსებაც შეძლონ;
  • გარემო, რომელიც ძალიან მეგობრულია და, ამავე დროს, ამბიციის გამჩენი, რომ უკეთესი და წარმატებული იყო;
  • კარგად შედგენილი და გადაუტვირთავი კურიკულუმი, სადაც მხოლოდ საჭირო და მნიშვნელოვანი საგნებია თავმოყრილი.

მოკლედ, სტუდენტებო, ვინც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტეთ, გეტყვით, რომ თქვენ წარმატებული მომავლისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგით :)“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა