მარიამ ნავროზაშვილი

კურსდამთავრებული

მარიამ ნავროზაშვილი

მარიამ ნავროზაშვილი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
ნოტარიუსი
კურსდამთავრებულები
2013

„2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სამოქალაქო სამართლის განხრით და იმავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა, რათა შემდგომში ეს ყველაფერი კარიერულ წინსვლაში დამხმარებოდა. მოტივაციას მიმაღლებდა სტუდენტებს შორის არსებული ჯანსაღი კონკურენციაც. ვინაიდან რეიტინგში პირველ ადგილზე ვიყავი, გამოსაშვებ ცერემონიალზე მხვდა წილად დამამთავრებელი სიტყვის წარმოთქმა, რის შემდეგაც უნივერსიტეტმა სპეციალური სერტიფიკატი გადმომცა.

ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე გავიარე სტაჟირება GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც შეხება გვქონდა არა გამოგონილ კაზუსებთან, არამედ ცოცხალ საქმეებთან. 2011 წელს წარმატებით ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და შესაბამისად გადმომეცა ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნითა და ლექტორების განსაკუთრებულლი დახმარებით ჩავაბარე პროფესიული ინგლისურის გამოცდა და გადმომეცა ILEC (International legal English Certificate) სერტიფიკატი, რომელიც საქართველოში არც თუ ისე ბევრ ადამიანს აქვს აღებული.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ჩავაბარე სტაჟირების გამოცდა და გავიარე 8 თვიანი სტაჟირება. მუშაობა დავიწყე ნოტარიუსის თანაშემწედ, რაც დამეხმარა სტაჟირების პერიოდში დაგროვილი თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელებაში. 2013 წლის გაზაფხულზე კი ჩავაბარე ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. წარმატებით გავიარე კონკურსი და 2014 წელს დავინიშნე ნოტარიუსად.

ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც მაქსიმალურად ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს საუკეთესო განათლება, რაც შემდგომში მათი წარმატების საწინდარი გახდება. ეს არის უნივერსიტეტი, რომელშიც ასწავლიან საქართველოში მოღვაწე საუკეთესო პრაქტიკოსი იურისტები. მოკლედ რომ ვთქვა, შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო და მეგობრული გარემო იმისათვის, რომ სტუდენტებს უხაროდეთ GAU-ში მოსვლა და ცოდნის შეძენა.

GAU-სთან მაკავშირებს ექვსი წელი და ამ დროის განმავლობაში დაგროვილი მხოლოდ საუკეთესო მოგონებები. ძალიან მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი პროფესიული განვითარება GAU-ს დავუკავშირე.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა