ნატო ტორონჯაძე

კურსდამთავრებული

ნატო ტორონჯაძე

ნატო ტორონჯაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი
კურსდამთავრებულები
2011

„GAU-ს ბიზნესის სკოლა რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) სპეციალობით დავამთავრე 2011 წლის ივლისში და 2011 წლის სექტემბერში, დაუყოვნებლივ ჩავაბარე მაგისტრატურაში, ისევ GAU-ში, ისევ იმავე სპეციალობაზე.

არ მინდოდა დროის დაკარგვა, რადგან ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია!

მეორე კურსის დასასრულს გავიარე სტაჟირება „თიბისი ბანკში“ და ასევე მის შვილობილ კომპანიებში. „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ღირსეული შვილობილისგან - „თიბისი ლიზინგი“, მივიღე შემოთავაზება და უკვე 9 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ.

ჩემმა აქ ყოფნამ საკმაოდ საინტერესო, დაბრკოლებებით აღსავსე და სწრაფი განვითარება განიცადა პოზიციების შემდეგი მონაცვლეობით: სტაჟიორი, საკრედიტო დეპარტამენტის ასისტენტი, საკრედიტო რისკების მენეჯერი, საკრედიტო განყოფილების უფროსი, საოპერაციო დირექტორი, რისკების დირექტორი და ამჟამად კომერციული დირექტორი/გენერალური დირექტორის მოადგილე.  

GAU-ში შეძენილმა უნიკალურმა უნარებმა, ტექნიკურმა ცოდნამ, ისევე როგორც ემოციურმა ინტელექტმა, გუნდური მუშაობის უნარმა, რომელიც სწავლის დროს შევიძინე, ვთვლი, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა, როგორც ჩემს, ისე კომპანიის წინსვლაში. 9 წლის მანძილზე „თიბისი ლიზინგი“-ს პორთფელი 10 მილიონი ლარიდან, 200 მილიონ ლარამდე გაიაზარდა.  

წინ კიდევ უფრო დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ვიცი, რომ იმ თვისებით, რაც გადაჭარბების გარეშე GAU-მ გამომიმუშავა, არაფერია გადაულახავი. ეს არის სწავლის ტექნიკა, რაც მდგომარეობს ახალ, თავიდან გაუგებარ თემებთან შებრძოლებაში, შიშის დაძლევასა და სითამამეში.

მოკლედ, მომავალო GAU-ს სტუდენტო, შენ არასდროს იქნები გაბღენძილი, თვითკმაყოფილი არსება! ჩემი აზრით, როდესაც შენ GAU-ს დიპლომს ხელში დაიჭერ, გეცოდინება, რომ წინ უამრავი საკითხი გაქვს გადასაჭრელი, გამოსაკვლევი, დასამტკიცებელი, აღმოსაჩენი, დასანერგი... რაც მთავარია, ამ ნაბიჯების განსახორციელებლად შენ ხელთ გექნება ცოდნის მრავალფეროვანი კარის გასაღები...

და რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს სურვილიც! :)“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა