ნინო ხუჭუა

ნინო ხუჭუა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
პროექტების ანგარიშგების სპეციალისტი
კურსდამთავრებულები
2015

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკლუტეტზე, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით (Quant’s Program). 

GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, ეს არის ადგილი რომელიც გთავაზობს ამერიკულ სტანდარტებზე ადაპტირებულ ლიტერატურას და სასწავლო პროცესს, ზრუნავს, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება, რაშიც კვალიფიციური პროფესორები და სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო გვეხმარება.

GAU-ში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით ბაკალავრიატის პერიოდში დავიწყე მუშაობა TBC ბანკში ოპერაციების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი სამსახური იყო და თანამშრომლებს შორის ყველაზე პატარა აღმოვჩნდი GAU-ში მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნით შევძელი თავიდანვე დამემკვიდრებინა ადგილი კოლეგებს შორის და თანასწორად მეკეთებინა ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებდნენ. სწავლის დასრულების შემდგომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში რეპორტინგის განყოფილებაში - პროექტების ანგარიშგების სპეციალისტად ვმუშაობ.  

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) დამეხმარა ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, გამიღრმავა ცოდნა უცხო ენებსა და კომპიუტერულ უნარებში, ასევე მომცა კარგი თეორიული და პრაქტიკული განათლება, რასაც წარმატებით ვიყენებ ჩემს საქმიანობაში.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა