ცოტნე კუტალია
ცოტნე კუტალია
„GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს. 2011 წელს დავამთავრე Quant-ის პროგრამა, რაც წარმოადგენს მათემატიკური ფინანსების კურსს. ამავე წელს ჩავირიცხე Quant–ის მაგისტრატურაზე, 2014 წელს კი - დოქტორანტურაზე.
GAU გამორჩეულია თავისი უნიკალური სასწავლო პროგრამებით და პროფესორ-მასწავლებლებით. ყველაზე დიდი უპირატესობა არის Quant-ის სასწავლო პროგრამა, რომელიც ძალიან კარგად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ის მოიცავს, როგორც ფინანსების თეორიის მათემატიკურ ნაწილს, ასევე მათ პროგრამულ მოდელირებას რაც ძალიან ზრდის თეორიის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას.
რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის ყველაზე საინტერესო ასპექტი მდგომარეობს მის მრავალფეროვნებაში. კურსდამთავრებული აღჭურვილია ყველა საჭირო ცოდნით და უნარით იმისათვის, რომ გადაჭრას ნებისმიერი ამოცანა. ასევე მნიშვნელოვანია ძალიან ეფექტური სწავლების მეთოდები და გარემო. საერთოდ მგონია, რომ ერთერთი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც GAU-ს ყოველთვის ახასიათებდა, არის სრული აკადემიური თავისუფლება. სტუდენტი ყოველთვის გრძნობს, რომ მას აქვს მრავალფეროვანი პროფესიული არჩევანი და მას თვითონ შეუძლია აირჩიოს ის გზა, რომლის გავლაშიც GAU ეხმარება.“