საქართველოს ბანკის სტიპენდია GAUელებისთვის!
მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლე სრული დაფინანსებით GAU-ში!
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს და მოტივირებულ, ლიდერული თვისებების მქონე ახალგაზრდებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში აბიტურიენტებს და სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა, ჩაერთოთ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში, მიიღოთ მიმდინარე წლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება (იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გრანტით სარგებლობთ, სრულად დაგიფინანსდებათ დარჩენილი ნაწილი) და ისწავლოთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
მონაწილეობის მოთხოვნები:
- უნდა იყო საქართველოს მოქალაქე
- უნდა იყოს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი
- უნდა გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA >= 3.2) ან ეროვნული გამოცდების შესაბამისი ქულები
*დამატებითი დეტალები ეროვნული გამოცდების ქულებთან დაკავშირებით დაზუსტდება სექტემბერში
შერჩევის პროცესი შედგება ორი ეტაპისგან:
1. პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:
- აკადემიური მიღწევა - GPA (50 ქულა)
- რეკომენდაცია (50 ქულა)
2. გასაუბრების კრიტერიუმები:
- კომუნიკაციის უნარი (25 ქულა)
- პერსონალური მოტივაცია და მიზნები (20 ქულა)
- ლიდერული თვისებები (30 ქულა)
- პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (25 ქულა)
ჟიურის წევრები:
- გასაუბრებაზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.
დაინტერესებულ მონაწილეებს აპლიკაციების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგი დოკუმენტებით ბმულზე:
- აკადემიური შეფასება (აკუმულირებული GPA)
- დეკანის სარეკომენდაციო წერილი