ენერგობიზნესის სტრატეგიული მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

მოკლევადიანი კურსები

ენერგობიზნესის სტრატეგიული მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

კურსის/პროგრამის სახელწოდება: ენერგობიზნესის სტრატეგიული მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე; კვირაში 2-ჯერ; ორშაბათსა და ხუთშაბათს 19:00-დან 21:00 საათამდე (სულ 32 საათი, 16 ლექცია-სემინარი)

სამიზნე აუდიტორია:

კურსი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროში მოქმედი ან ამ მიმართულებით კარიერისა ან/და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის, განსაკუთრებით:

  • კერძო და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებისა და მენეჯერებისთვის;
  • ენერგეტიკის ბაზარზე არსებული და მომავალი ბიზნესშესაძლებლობებით დაინტერესებული პროფესიონალებისა და მეწარმეებისთვის;
  • ენერგეტიკის, ბიზნესისა და ეკონომიკის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

კურსზე დაიშვებიან: ენერგეტიკის, ბიზნესის, ეკონომიკის ან დაკავშირებული მიმართულებების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და/ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირები.

კურსი/პროგრამა მოიცავს:

ენერგეტიკული რესურსების, ბაზრების, ტექნიკის, ტექნოლოგიების, რეგულაციების, გრძელვადიანი დაგეგმვისა და მართვის საკითხებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გაერკვნენ ენერგობიზნესზე მოქმედ ძირითად ადგილობრივ და გლობალურ ტენდენციებში, გამოწვევებსა და შესაძლებლობებში, გააანალიზონ სექტორის განვითარების პერსპექტიული ალტერნატივები და გრძელვადიანი განვითარების გზები და განივითარონ/გაიუმჯობესონ ენერგეტიკის სფეროში საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის საჭირო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარები.

კურსის ფარგლებში ქართულენოვანი ლექცია-სემინარების სახით განხილული იქნება შემდეგი ძირითადი მიმართულებები:

  • ეკონომიკის ენერგოტევადობა და ენერგორესურსების ალტერნატივები;
  • ენერგეტიკული ბაზრები და მათი ძირითადი მოთამაშეები;
  • ტრადიციული და არატრადიციული ენერგობიზნესის სახეობები;
  • ენერგომოხმარების მართვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების ბიზნესსექტორი;
  • ინოვაციური ენერგობიზნესის პოტენციალი და განვითარების ტენდენციები;
  • ენერგობიზნესის ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციები;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკის ზემოქმედება ენერგობიზნესზე;
  • ალტერნატივების შეფასების მეთოდები ენერგობიზნესის განვითარებისთვის;
  • ენერგობიზნესის ბაზარზე პოზიციონირება და განვითარების სტრატეგიები;
  • დაფინანსებისა და კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები ენერგობიზნესისთვის;
  • ენერგობიზნესის მდგრადი განვითარების პერსპექტივების დადგენა;
  • გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის პრაქტიკები ენერგობიზნესისთვის;
  • პოტენციური ენერგობიზნესის განვითარების სრული ციკლის ჩამოყალიბება;
  • ენერგობიზნესის კონკრეტული არსებული და დაგეგმილი ქეისების განხილვა;
  • დისკუსიები კონკრეტული არსებული ენერგობიზნესის ქეისების გარშემო;
  • დისკუსიები პოტენციური ენერგობიზნესის სიმულაციური ქეისების გარშემო.

კურსის გავლის შემდეგ გეცოდინება:

  • შეაფასოთ ენერგოსექტორის განვითარების ძირითადი ადგილობრივი და გლობალური ტენდენციები და მათი გავლენა ენერგობიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე;
  • განსაზღვროთ ენერგობიზნესზე მოქმედი ძირითადი საბაზრო, ტექნიკური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, რეგულაციური და გეოპოლიტიკური ფაქტორები;
  • გააანალიზოთ სხვადასხვა ენერგორესურსის, ტექნიკისა და ტექნოლოგიის განვითარების პოტენციალი და მათი შესაბამისობა კონკრეტულ ბაზარსა და ბიზნესგარემოსთან;
  • შეაფასოთ ენერგობიზნესის განვითარების ალტერნატივები და განივითაროთ/გაიუმჯობესოთ პერსპექტიული მიმართულებების იდენტიფიცირებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრის უნარები;
  • განსაზღვროთ ენერგობიზნესის მდგრადი განვითარების პოტენციალი და გამოავლინოთ მისი ეკონომიკური და სოციალური ეფექტები;
  • შეაფასოთ ენერგობიზნესის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებისა და კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიული შესაძლებლობები;
  • იხელმძღვანელოთ ენერგობიზნესის განვითარების სტრატეგიული ანალიზისა და გრძელვადიანი დაგეგმვის ძირითადი მიდგომებით;
  • ჩამოაყალიბოთ პოტენციური ენერგობიზნესის განვითარების სრული ციკლი - შესაძლებლობის იდენტიფიცირებიდან განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებამდე;
  • განივითაროთ/გაიუმჯობესოთ ცვალებად საბაზრო, რეგულაციურ და გეოპოლიტიკურ ენერგეტიკულ გარემოსთან ადაპტირებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოსაყენებლად აუცილებელი სტრატეგიული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები.

კარიერული და ბიზნესპერსპექტივები:

მიღებული ცოდნა დაეხმარებათ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ან სხვა ენერგობიზნესის მიმართულებებში კარიერის დაწყებასა და პროფესიულ ზრდაში ან/და აღნიშნულ სფეროებში საკუთარი ენერგობიზნესის შექმნისა და განვითარებისათვის ეფექტიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში.

სერტიფიცირება: კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეს, კურსის ფარგლებში დისკუსიებში აქტიური ჩართულობისა და ინდივიდუალური ან ჯგუფური პრეზენტაციის შესრულების საფუძველზე, გადაეცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/TZlow 

კურსზე სწავლა დაიწყება: 2 ნოემბერს!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

ენერგობიზნესის სტრატეგიული მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამის შეადგენს 1600 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.  

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ანა გოგორელიანი

ანა გოგორელიანი არის ენერგოსტრატეგიისა და ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი, რომელსაც აქვს 12-წლიანი პროფესიული გამოცდილება ამავე მიმართულებით. 2012–2019 წლებში მუშაობდა ენერგეტიკის ანალიზისა და დაგეგმარ...

ანა გოგორელიანი არის ენერგოსტრატეგიისა და ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი, რომელსაც აქვს 12-წლიანი პროფესიული გამოცდილება ამავე მიმართულებით. 2012–2019 წლებში მუშაობდა ენერგეტიკის ანალიზისა და დაგეგმარების სპეციალისტად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში და შემდგომ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

2020–2022 წლებში, ის დოქტრინებისა და კონცეფციების განვითარების ექსპერტის პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით წარმოადგენდა საქართველოს „ნატო-ს ენერგოუსაფრთხოების სრულყოფის ცენტრში“.

ანა ამჟამად არის ენერგეტიკის დამოუკიდებელი კონსულტანტი. მას 2010 წელს მინიჭებული აქვს ჰიდროტექნიკური მშენებლობის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი.

მისი პროფესიული საქმიანობა ძირითადად მოიცავს ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის შეფასებას, გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვასა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს, მათ შორის ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში ექსპერტისა და პროექტის ხელმძღვანელის როლში.

ანას აქვს „ნატო-ს ენერგოუსაფრთხოების სრულყოფის ცენტრის“ ფარგლებში ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მრავალეროვნული მასშტაბის დისკუსიური ფორმატის წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა