პერსონალურ მონაცემთა დაცვის სასერტიფიკატო კურსი

მოკლევადიანი კურსები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სასერტიფიკატო კურსი

კურსის/პროგრამის სახელწოდება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სასერტიფიკატო კურსი


კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა:

  • 5 კვირა, 10 შეხვედრა;
  • კვირაში 2 შეხვედრა (ორშაბათი - ოთხშაბათი, ან სამშაბათი - ხუთშაბათი);
  • შეხვედრის ხანგრძლივობა  - 2 საათი;
  • შეხვედრების დრო - 19:00-21:00;
  • კურსის საერთო ხანგძლივობა - 20 საათი.

სამიზნე აუდიტორია: 

  • დამწყები და მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროთი დაინტერესებული პირები;
  • პირები, რომლებიც მუშაობენ ან გეგმავენ საქმიანობას მონაცემთა დაცვის მიმართულებით და სურთ სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების შესწავლა;
  • პირები რომლებიც გეგმავენ მონაცემთა დაცვის, შესაბამისობის (compliance), რისკების მართვის ან სფეროსთან დაახლოებული მიმართულებით საქმიანობას.

კურსი/პროგრამა მოიცავს: 

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი და თეორიული საფუძვლები; მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა და ძირითადი ტერმინები;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები;
  • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები;
  • მონაცემთა დამუშავების სპეციალური წესები - ვიდეომონიტორინგი, აუდიომონიტორინგი, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, გარდაცვლილი პირის მონაცემები და არასრულწლოვანთა მონაცემები;
  • პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვის რისკების მართვა;
  • მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მათი განხორციელების პრაქტიკული საკითხები;
  • ინციდენტის იდენტიფიცირება, რეაგირება, დოკუმენტირება და შეტყობინების წესი;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში;
  • მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • პრაქტიკული ქეისების განხილვა და DPO-ს საქმიანობის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება.

მონაცემთა დაცვის სფეროში საწარმოებელი ძირითადი დოკუმენტაცია და მის პრაქტიკულ მომზადებას:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა;
  • მონაცემთა დამუშავების პროცესების აღწერა და რეესტრი;
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის/შეტყობინების ფორმები;
  • თანხმობის ფორმები და შესაბამისი დოკუმენტირება;
  • მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ და უფლებამოსილ პირებს შორის ხელშეკრულებები;
  • მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნებზე პასუხის ფორმები;
  • ინციდენტის აღრიცხვისა და დოკუმენტირების ფორმები;
  • ვიდეომონიტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
  • აუდიომონიტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

კურსის გავლის შემდეგ:

  • გეცოდინება: 

       - მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი მოთხოვნები და პრაქტიკული თავისებურებები;

       - მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციები და საქმიანობის პრინციპები;

       - მონაცემთა დაცვის სფეროში საჭირო დოკუმენტაციის მომზადების ძირითადი პრინციპები;

       - ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის რისკების იდენტიფიცირების ძირითადი მიდგომები;

       - მონაცემთა დაცვის მიმართულებით ორგანიზაციისთვის პრაქტიკული რეკომენადაციის შემუშავების პრინციპები.

  • დასაქმდები: 

       - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად;

       - მონაცემთა დაცვის სპეციალისტად;

       - შესაბამისობის (Compliance) ან რისკების მართვის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტად.

  • მიიღებ: 

       - კურსის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს;

       - სასწავლო მასალებს;

       - საწარმოებელი დოკუმენტების შაბლონებსა და მონახაზებს;

      

 კურსის ფარგლებში შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო/საკომუნიკაციო ჯგუფი, რომლის საშუალებითაც კურსის დასრულების შემდეგაც შესაძლებელი იქნება   მონაცემთა დაცვის საკითხებზე კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების მიღება.



სწავლა დაიწყება ნოემბერში!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სასერტიფიკატო კურსის საფასურია 700 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

თამარ სამნიაშვილი

თამარ სამნიაშვილი არის პროფესიით იურისტი, ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებული პროფესიონალი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. იგი არაერთი წელია საქმიანობს მონაცემთა დაცვის სფეროშ...

თამარ სამნიაშვილი არის პროფესიით იურისტი, ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებული პროფესიონალი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. იგი არაერთი წელია საქმიანობს მონაცემთა დაცვის სფეროში, არის მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

ფლობს CIPP/E (Certified Information Privacy Professional/Europe) საერთაშორისო სერტიფიკაციას და არის IAPP-ის (International Association of Privacy Professionals) წევრი. აქტიურად მონაწილეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის IAPP-ის კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში.

არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი: „მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, როგორც სამართლებრივი საფუძველი: თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი, 2025, გვ. 252–270.

თამარს აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ტრენინგების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომზადების მიმართულებით.

მისი პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე საერთაშორისო პროფესიულ საქმიანობაში ჩართულობა, შესაძლებლობას იძლევა, მსმენელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მიაწოდოს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული გამოცდილება.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა