ტურ-ოპერირების და MICE ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა

მოკლევადიანი კურსები

ტურ-ოპერირების და MICE ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა

ტურ-ოპერირებისა და MICE ტურიზმის სასერთიფიკატო პროგრამა წარმოადგენს კომპლექსურ სასწავლო კურსს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას საჭირო ცოდნითა და უნარებით ტურიზმის სფეროში წარმატებული კარიერის დასაწყებად. პროგრამის დახმარებით განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, მის ტურისტულ მიმზიდველობასა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კავკასიის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, აბრეშუმის გზის მნიშვნელობას ტურიზმში.

კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა მხარის უნიკალურ თვისებებსა და ბუნებრივ რესურსებს; ასევე განხილული იქნება ეკოსისტემები, დაცული ტერიტორიები და იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლები საქართველოში.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შემომყვანი ტურიზმის სპეციფიკაზე საქართველოში: მისი მიზნებიდან დაწყებული ტურიზმის განვითარების მნიშვნელობის გააზრებამდე. კურსის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ტურისტული რეგულაციების შესახებ; გაეცნობიან წამყვან ორგანიზაციებსა და კომპანიებს ამ სფეროში.

კურსზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურის შექმნის პროცესს: პროექტის სასიცოცხლო ციკლის მართვას პარტნიორებისთვის შეთავაზებების გაკეთებამდე; ასევე განხილული იქნება ჯავშნის სისტემების გამოყენება მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის.

ონლაინ პლატფორმების მნიშვნელობა გაყიდვების პროცესში პროგრამის ერთ-ერთი მთავარი თემაა; მსმენელებს  მიეწოდებათ ინფორმაცია ონლაინ პლატფორმების გამოყენების შესახებ გაყიდვებში მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად. გარდა ამისა, ისინი გაეცნობიან განსხვავებებს B2C (ბიზნესი მომხმარებლამდე)და B2B (ბიზნესი ბიზნესამდე) მოდელებს შორის მათი სპეციფიკის გათვალისწინებით.

კურსის დასასრულს კურსდამთავრებულები იქნებიან მზად აქტიურად ჩაერთონ ტურისტულ ბიზნესში როგორც ტურ-ოპერატორები ან MICE ღონისძიებების ორგანიზატორები; მათ ექნებათ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის ლოგიკურ ფასებზე შეთანხმებისთვის საჭირო ცოდნა.

პროგრამის შექმნაზე იმუშავეს სექტორის  როგორც ადგილობრივმა, ისე  საერთაშორისო ექპერტებმა, რამაც განაპირობა პროგრამის როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. 


პროგრამის სტრუქტურა:

  • პროგრამის ხანგრძლივობა - 4.5 თვე (18 კვირა)
  • პროგრამა მოიცავს  ლექციებს და პრაქტიკებს პარტნიორ ორგანიზაციებში
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
  • ლექციის ხანგრძლივობა - 2 საათი (საღამოს, 7 საათის შემდგომ)

რეგისტრაცია:

 დაშვების წინაპირობა:

  • სასკოლო ატესტატი
  • სასაუბრო ინგლისური ენა

 

ტურ-ოპერირების და MICE ტურიზმის კურსის მსმენელები შეისწავლიან:

  • საქართველოს გეოგრაფიას და ტურიზმს:
    • მდებარეობა, ტურისტული მიმზიდველობა
    • მეზობელი ქვეყნების გავლენა და კავკასიის რეგიონის ტურისტული ინტერესი
    • აბრეშუმის გზის როლი ტურიზმში
  • საქართველოს მხარეებს:
    • მათი უნიკალური თვისებები ტურისტულ ჭრილში
  • ეკოსისტემებსა და დაცულ ტერიტორიებს:
    • იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლები საქართველოში
  • შემომყვან ტურიზმს:
    • სპეციფიკა, მიზნები
    • ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა
  • რეგულაციებსა და ორგანიზაციებს:
    • წამყვანი ორგანიზაციები და კომპანიები ტურიზმში
  • ტურიზმის სახეებსა და რეგიონალურ ტურიზმს:
    • სხვადასხვა ტიპის ტურიზმის განხილვა
  • ტურის შექმნასა და კომუნიკაციას:
    • პროექტის სასიცოცხლო ციკლი, პარტნიორებთან კომუნიკაცია - შეთავაზებების გაკეთება, სადჯავშნო სისტემების გამოყენება
  • ონლაინ პლატფორმების მნიშვნელობას:
    • * ონლაინ პლატფორმების საჭიროება გაყიდვებისთვის


კურსის თეორიული მასალა მოიცავს:

  • ქართული ტურიზმის გეოგრაფია
  • ტურიზმის კლასიფიკაცია და პროდუქტის შექმნა
  • შემომყვანი ტურიზმის არსი და მიზანი
  • რეგულაციები
  • ტურისტული ბიზნესის წარმოება და მართვა
  • ტურიზმის სახეობები საქართველოში
  • ტურის აწყობა
  • სადაჯავშნო სისტემები და პლატფორმები
  • დისტრიბუციის ჯაჭვები და ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ტურიზმში
  • ონლაინ პლატფორმების სწორი გამოყენება
  • ტერმინოლოგის განხილვა
  • Hard and Soft Block
  • გაყიდვებიბიზნეს კავშირების განვითარება და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
  • სერვისის მომწოდებლების კლასიფიკაცია
  • ურთიერთობების ჩამოყალიბების ინსტრურემენტები
  • ტურისტული კომპანიების ბიზნეს მოდელი
  • ტურისტული კომპანიების კლასიფიკაცია
  • Leisure ტურიზმი
  • MICE ტურიზმი
  • ტურ-ოპერატორის და ტურ-აგენტის ბიზნეს მოდელი
  • მდგრადობა და კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა ტურისტულ კომპანიებში
  • ტურიზმი და მდგრადობა
  • Travel Life- ის როლი ტურიზმში
  • კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა
  • გიდის ფუნქცია-მნიშვნელობა ტურისტული პროდუქტის წარმატებაში
  • გიდების კლასიფიკაცია
  • გიდის შერჩევის პროცესი
  • გიდის ფუნქცია ვალდებულებები


ტურ-ოპერირების და MICE ტურიზმის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

  • აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ტურიზმისთვის და შეუძლია შექმნას მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტები, მათ შორის კულტურული, საფეხმავლო და ალპინისტური ტურები. საქართველოს უნიკალური მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის მას მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად აქცევს. ამ პოზიციის გაცნობიერება საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულს შექმნას მრავალფეროვანი მარშრუტები, რომლებიც მოიცავს კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, საფეხმავლო ბილიკებსა და ალპინისტურ შესაძლებლობებს.
  • ფლობს ცოდნას ქვეყნის ღირშესანიშნაობების, დაცული ტერიტორიებისა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობების შესახებ. საქართველოს მდიდარი ისტორია და ბუნებრივი სილამაზე მრავალი ღირშესანიშნაობის წყაროა. რაც  დეხმარება კურსდამთავრებულს საინტერესო ტურების შექმნაში სხვადასხვა ინტერესების მქონე ვიზიტორებისთვის.
  • იცნობს ტურისტულ კომპანიებს, ავიახაზებსა და პლატფორმებს (მაგ., booking.com), რაც საშუალებასმისცემს ეფექტურად დაგეგმოს ტურები და მართოს დაჯავშნის პროცესები. ტურისტული კომპანიების მუშაობის სპეციფიკის ცოდნა დაეხმარება სწორად შეარჩიოს პარტნიორები; ავიახაზების მუშაობის გაგება კი ხელს შეუწყობს ეფექტური ტრანსპორტირების დაგეგმვას. ონლაინ პლატფორმების გამოყენება უზრუნველყოფს მარტივ კომუნიკაციას მომხმარებლებთან.
  • აცნობიერებს გაყიდვების დეპარტამენტის როლს ტურისტულ ბიზნესში და აქვს ცოდნა ონლაინ პლატფორმებისა თუ ფასთა პოლიტიკის შესახებ. სწორად განსაზღვრული ფასთა პოლიტიკა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენლისთვის ისე სასტუმროს მენეჯერისთვისაც; ეს ცოდნა დაეხმარება  კურსდამთავრებულს პარტნიორებთან ეფექტურად სამუშაოდ ლოგიკურ ფასებზე შეთანხმებაში.
  • ფლობს ინფორმაციას ონლაინ გაყიდვების სტრატეგიების (B2C & B2B), ინდუსტრიაში. მესამე მომწოდებლების როლისა თუ ოთახის ბლოკების გამოყენების შესახებ. ონლაინ გაყიდვების სტრატეგიების გააზრება ზრდის გაყიდვებს; მესამე მომწოდებლებთან მუშაობა ზრდის ეფექტურობას ხოლო ოთახის ბლოკების სწორად გამოყენება ხელს უწყობს შემოსავლების მაქსიმიზაციას.

პროგრამა განხორციელდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (მის.:  მერაბ ალექსიძის ქ. 10, თბილისი)

კურსის სრულად  გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს, წარმატებული კურსდამთავრებულებს კი ექნებათ პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების შესაძლებლობა. 


კურსი დაიწყება 2024 წლის დეკემბერში!


*ტურ-ოპერირების და MICE ტურიზმის სასერთიფიკატო პროგრამა შეიქმნა USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მხარდაჭერით.

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

ტურ-ოპერირებისა და MICE ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამის საფასური შეადგენს 1350 ლარს

10%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია: ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში  

20%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

თეო აბუთიძე

საინფორმაციო სამსახურის მენეჯერი

(+995) 555 212 400
.
teonaabutidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

გურამ ავალიანი

საქართველოში უმსხვილესი კორპორატიული ტურისტული კომპანია ბითიელ ჯორჯიას ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი, 7წელზე მეტი გამოცდილებით  სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიაში. აჭარა ჯგუფ...

საქართველოში უმსხვილესი კორპორატიული ტურისტული კომპანია ბითიელ ჯორჯიას ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი, 7წელზე მეტი გამოცდილებით  სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიაში. აჭარა ჯგუფის ყოფილი ჯგუფური გაყიდვების მეჯერი

მაია ბიბილაური

კორპორატიულ ტურისტული კომპანია ბითიელ ჯორჯიას დამფუძნებელი და დირექტორი. საქართველოში MICE და კორპორატიული ტურიზმის მიმართულების ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელი.

...

კორპორატიულ ტურისტული კომპანია ბითიელ ჯორჯიას დამფუძნებელი და დირექტორი. საქართველოში MICE და კორპორატიული ტურიზმის მიმართულების ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელი.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა