AD-SCHOOL GAU-სთვის!
ედ სქული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც დაფუძნებულია პროგრამატიკული ტექნოლოგიების მომწოდებელი უკრაინული კომპანიის, ედმიქსერის გამოცდილებაზე და ხელი მიუწვდება ციფრული რეკლამირების უახლეს ინსტრუმენტებზე.
ედ სქულის მიზანია, ციფრულ მარკეტინგში არსებული უახლესი ცოდნა საქართველოშიც გახადოს ხელმისაწვდომი და წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუზიაროს.
პლატფორმა გთავაზობთ კურსებს, რომლებზეც ციფრული მარკეტინგის ძირითად პრინციპებს და საქართველოში ჯერ კიდევ აუთვისებელ ინსტრუმენტებს – პროგრამატიკულ თულებს (ედმიქსერი, DV360) შეისწავლით.
ედ სქულის კურსებზე ჩასარიცხად შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. დეტალურ ინფორმაციისთვის ეწვიეთ მის ვებგვერდსა და Facebook-ს.
ლექციების ხანგრძლივობა 2 საათი, ჩატარდება ორშაბათს და ხუთშაბათს 19:30 -21:30
რეკომენდაციები
სწავლის საფასური
ედ სქულის კურსზე სწავლის საფასურია 1100 ლარი. თანხის გადახდა შესაძლებელია განვადებით.
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
- GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
- GAU-ს კურსდამთავრებულს!
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
- ADMIXER-ის პარტნიორი კომპანიის თანამშრომლებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
თამთა ნიშნიანიძე
უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი
(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge
გზავნილები
გალერეა
ტრენერები
ლიკა მოშიაშვილი
ლიკა მოშიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორია. კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), საქართველოს საზოგადოებ...
ლიკა მოშიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორია. კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ალტერბრიჯში (PR აკადემია), ჯეოლაბში, უნილაბში და სხვა. ის ატარებს ტრენინგებს კერძო კომპანიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის. კონსულტაციას უწევს სხვადასხვა კერძო კომპანიას ტრანსფორმაციის პროცესში და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. ლიკა მოშიაშვილს აქვს 10-წლიანი გამოცდილება კომუნიკაციების მიმართულებით. იყო მარკეტინგის პროექტების მენეჯერი სადაზღვევო კომპანია ალდაგში, მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ტექნოლოგიის ლაბორატორიებში ჯეოლაბსა და უნილაბში. ის არის ინოვაციების ხელშემწყობი ფონდისა და Travel Guide-ს თანადამფუძნებელი. შექმნილი აქვს მრავალი ბრენდის სტრატეგია და საკომუნიკაციო კამპანია.
გიორგი კალანდია
გიორგი კალანდია არის მეამას ციფრული მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი. ასევე, მუშაობს კომპანია Unix Development-ში. მას აქვს 8 წელზე მეტი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში. უმუშავია ისეთ კომპა...
გიორგი კალანდია არის მეამას ციფრული მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი. ასევე, მუშაობს კომპანია Unix Development-ში. მას აქვს 8 წელზე მეტი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში. უმუშავია ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა ნორდიკი, მოლფედი, მაიჰაბი, ბეთლაივ კლუბი, Touch Digital Summit, On.ge, ბარამი, ჰუალინგი და ოკტოპუს ფიტნესი.
დაჩი გორგილაძე
დაჩი გორგილაძე არის PSPO II სერტიფიცირებული Product Owner და გუგლის სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერი. 2020 წლიდან დღემდე ის დასაქმებულია საქართველოს ბანკში და არის ვებგვერდების bog.ge-ის, solo.ge-...
დაჩი გორგილაძე არის PSPO II სერტიფიცირებული Product Owner და გუგლის სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერი. 2020 წლიდან დღემდე ის დასაქმებულია საქართველოს ბანკში და არის ვებგვერდების bog.ge-ის, solo.ge-ის, bog.design-ისა და wm.ge-ს Digital Product Owner-ი. 2018-2020 წლებში ის იგივე პოზიციაზე მუშაობდა ელექტრონული კომერციის პლატფორმა ვენდუზე. სხვადასხვა დროს იყო პროექტების მენეჯერი ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა საქართველოში პირველი აუთსორსინგული ქოლ ცენტრი Kcall, მარკეტინგული კომპანია Sales Partner Group და მიკროსაფინანსო United Capital. ასევე, მუშაობდა პროდუქტ მენეჯერად ელექტრონული კომერციის პლატფორმა Shopnow.ge-ზე.
ირაკლი კვეკვეცია
ირაკლი კვეკვეცია 2020 წლიდან დღემდე კომპანია ედმიქსერის ბიზნესის განვითარების მენეჯერია. მას აქვს 7 წელზე მეტი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის სფეროში. მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა PSP, Z...
ირაკლი კვეკვეცია 2020 წლიდან დღემდე კომპანია ედმიქსერის ბიზნესის განვითარების მენეჯერია. მას აქვს 7 წელზე მეტი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის სფეროში. მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა PSP, Zoomer, ვენდუ, GM Pharma. ასევე, იყო ათეულობით მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული კონსულტანტი.
ლუკა ნემსაძე
ლუკა ნემსაძე 2020 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანია ედმიქსერში და არის SSP/DSP სპეციალისტი და GMP კოორდინატორი. 2019-2020 წლებში ის მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტში იკავებდა ციფრული ...
ლუკა ნემსაძე 2020 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანია ედმიქსერში და არის SSP/DSP სპეციალისტი და GMP კოორდინატორი. 2019-2020 წლებში ის მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტში იკავებდა ციფრული პროდუქტების მენეჯერისა და კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციებს.
გური ხახიაური
გური ხახიაური 2020 წლიდან დღემდე კომპანია ედმიქსერის DSP & GMP სპეციალისტი და მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტის ციფრული მარკეტინგის მენეჯერია. 2019-2020 წლებში ის დასაქმებული ი...
გური ხახიაური 2020 წლიდან დღემდე კომპანია ედმიქსერის DSP & GMP სპეციალისტი და მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტის ციფრული მარკეტინგის მენეჯერია. 2019-2020 წლებში ის დასაქმებული იყო ელექტრონული კომერციის პლატფორმა ვენდუზე.