AML შესაბამისობა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის (VASPs)

კურსის/პროგრამის სახელწოდება: პროექტის მენეჯმენტი და AGILE მეთოდოლოგია (PMA)
ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) არის პირველი, ვინც ნერგავს მსგავსი თემატიკის კურსს, რითაც საშუალებას აძლევს ვირტუალური აქტივის სფეროში მომუშავე კომპანიებს ჰყავდეთ კვალიფიცირებული AML/შესაბამისობის სპეციალისტები და საქმიანობა წარმართონ საკანონმდებლო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში.
კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა:
- კურსის ხანგრძლივობა - 8 შეხვედრა, 5 კვირა
- ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (სამშაბათი, პარასკევი)
- ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი. (19:00-22:00)
ლექციები ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში.
სამიზნე აუდიტორია:
- კურსი შედგენილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASPs) AML შესაბამისობაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.
კურსი/პროგრამა მოიცავს:
1. მიმოხილვითი ხასიათის შესავალი; ფულის გათეთრება და მის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა; საქართველოს ვალდებულება ფულის გათეთრების წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით, ძირითადი საკანონმდებლო და მარეგულირებელი აქტები;
2. ბლოქჩეინი და კრიპტოგრაფიული ვალუტა (რა არის ბლოქჩეინი, ბლოქჩეინის ძირითადი მახასიათებლები, როგორ მუშაობს ბლოქჩეინი, ბლოქჩეინის გამოყენების სფეროები, რა არის კრიპტოვალუტა, რამ განაპირობა კრიპტოვალუტების შექმნის მოთხოვნა, განსხვავება კოინებსა (Coins) და ტოკენებს (Tokens) შორის, BITCOIN, როგორც კრიპტოგრაფიული ვალუტა, პოპულარული და სანდო კრიპტობირჟები.)
3. VASP-ები, როგორც AML ანგარიშვალდებული პირები; VASP-ების ვალდებულება AML რეგულაციებთან მიმართებაში. VASP-ის კლიენტები და მათი მართვა; KYC (იცნობდე შენს კლიენტს) და მისი მნიშვნელობა; KYC ინფორმაციის განახლება, კლიენტის რისკ-ფაქტორები; კლიენტთა მონიტორინგი რისკის დონესთან მიმართებაში; კლიენტების რისკის გადაფასება.
4. VASP-ის შეფასება, როგორც ორგანიზაციის ML/TF რისკების შეფასების ჭრილში. ორგანიზაციის ML/TF რისკების შეფასების მიზანი, ML/TF რისკის შეფასების მეთოდოლოგია, ML/TF რისკების შეფასების მექანიზმები, ML/TF რისკის საწყისი და ნარჩენი რისკის შეფასება, საოპერაციო რისკები;
5. კლიენტების ელექტრონული საფულის სქრინინგი და ელ. საფულესთან დაკავშირებული რისკ ფაქტორები; VASP-ის კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგის მექანიზმები; კლიენტის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგის ტიპები ONLINE და OFFLINE მონიტორინგი და მათ შორის განსხვავება.
საერთაშორისო სიების გამოყენება სანქცირებულ პირთა და პოლიტიკურად აქტიურ პირთან (PEP) გამოსავლენად; სანქციები და სანქციების მნიშვნელობა;
6. კლიენტის საეჭვო ქცევის/ტრანზაქციების გამოვლენა და მათი რეპორტინგი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. (საეჭვო ქცევისა და ტრანზაქციების გამოვლენის მნიშვნელობა, კლიენტების საეჭვო ქცევის გამოვლენის მექანიზმები, ტრანზაქციებთან დაკავშირებული საყურადღებო ნიშნები და ე.წ. RED FLAG-ების შესწავლის პროცესი, საეჭვო ანგარიშგების (STR) შედგენა და გაგზავნა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
7. პირის ელექტრონულად/დისტანციურად იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია (პირის ელექტრონულად/დისტანციურად იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის რეგულაციები საქართველოში; ძირითადი მოთხოვნები პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას, ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის ეტაპები, პროგრამული უზრუნველყოფს მომწოდებლის შერჩვა;
8. შემაჯამებელი ტრენინგი; განვლილი მასალის გამეორება; კითხვებზე პასუხი, ტესტირება;
კურსის გავლის შემდეგ:
- გეცოდინება:
1. საკანონმდებლო ბაზა: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მარეგულირებელი აქტები და საქართველოს ვალდებულებები.
2. ტექნოლოგიური ცოდნა: ბლოქჩეინის პრინციპები, კრიპტოვალუტების არსი, მათი მუშაობის მექანიზმები.
3. VASP-ების რეგულირება: AML მოთხოვნები, კლიენტების მართვა, KYC პროცედურები.
4. რისკის მართვა: ML/TF რისკების შეფასება, საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და მართვა.
5. მონიტორინგი: კლიენტების ოპერაციების სკრინინგი, ონლაინ/ოფლაინ მონიტორინგის მეთოდები.
6. საეჭვო ქცევის გამოვლენა: ტრანზაქციების მონიტორინგი, RED FLAG-ების ამოცნობა, STR ანგარიშგების მომზადება.
7. პირის ციფრული იდენტიფიკაცია: ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის რეგულაციები და პროცესები.
- დასაქმდები: ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები (VASPs), და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან (Payment Service Providers). ასევე ასევე, იმ ფინანსურ და კერძო დაწესებულებებთან, რომლებიც სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულები არიან ვირტუალურ აქტივების მომსახურებასთან.
- მიიღებ: კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რომლის საფუძველზეც თქვენ მიიღებთ საკონსულტაციო კომპანია Context Consulting-ისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GAU-ს კვალიფიკაციის დამადასტურებელ ერთობლივ სერტიფიკატს, რაც უდაოდ დაგეხმარებათ თქვენს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.
ჯგუფში ადგილები შეზღუდულია.შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.
- რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/yXtLL
რეკომენდაციები
სწავლის საფასური
AML შესაბამისობა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდრებებისთვის (VASPs) სასერტიფიკატო კურსის ღირებულება 1 500 ლარი.
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
- GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
- GAU-ს კურსდამთავრებულს!
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე
უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი
(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge
გზავნილები
გალერეა
ტრენერები

ეფემია ლორია
ეფემია ლორია - საკონსულტაციო კომპანია „Context Consulting”-ის დირექტორი. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებსა და პროგრამებში ადმინისტრაციულ და საოპერაციო მართვით პოზიციებზე. ფი...
ეფემია ლორია - საკონსულტაციო კომპანია „Context Consulting”-ის დირექტორი. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებსა და პროგრამებში ადმინისტრაციულ და საოპერაციო მართვით პოზიციებზე. ფინანსურ სექტორში - „საქართველოს ბანკში,“ „ვითიბი ბანკში,“ „იშ ბანკში“, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში“ საოპერაციო განყოფილების უფროსის, შიდა აუდიტის, შესაბამისობის და AML მენეჯერად მუშაობის გამოცდილება.

თამარ რატიანიძე
თამარ რატიანიძე გახლავთ სერტიფიცირებული AML სპეციალისტი (CAMS) 18 წლიანი გამოცდი...
თამარ რატიანიძე გახლავთ სერტიფიცირებული AML სპეციალისტი (CAMS) 18 წლიანი გამოცდილებით ფინანსურ სექტორში.
მისი ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს KYC პროცედურების განხორციელებას, მაღალი რისკის მქონე კლიენტების ონბორდინგს/შესწავლას, რეგულატორული სტანდარტების დაცვას, კლიენტებთან დაკავშირებული რისკების მართვას და მათგან გამომდინარე რისკების შემცირების გეგმების შემუშავებას, ტრანზაქციების მონიტორინგს საეჭვო აქტივობების გამოსავლენად და ფინანსური სანქციების ჭრილში საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად. მას, საბანკო სექტორში მოღვაწეობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, როგორიცაა ახალი IT პროექტების ინიცირება და AML შიდა პროცედურების შესაბამისობასთან მოყვანა მარეგულირებლის სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მისი linkedin-ის გვერდი: