Anti-Money Laundering (AML) - ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი

მოკლევადიანი კურსები

Anti-Money Laundering (AML) - ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU და საკონსულტაციო კომპანია Context Consulting  გთავაზობთ ერთობლივ პროექტს Anti Money Laundering (AML) – ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსს

კურსი შემუშავებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონით  გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და მისი მიზანია ფინანსური და არაფინანსური ინსტიტუტებისათვის (ბაკები, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციები, მიწის და ონლაინ კაზინოები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები,  საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და სხვ.) კონკურენტუნარიანი AML  სპეციალისტების,  მენეჯერებისა და ოფიცრების მომზადება.

პროგრამის მოკლე აღწერა:

  • ისტორიული რაკურსი; ფულის გათეთრების გავრცელების  ხერხები და მექანიზმები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი მისია და საქმიანობა; საკანონმდებლო ბაზები და რეგულაციები;
  • ბენეფიციარი მესაკუთრე და მასთან დაკავშირებული საკითხები; კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია; საჭირო დოკუმენტაცია; პროცედურები;
  • ფიზიკური და იურიდიული პირები; (მათთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები; რეზიდენტი/არარეზიდენტი)
  • გარიგების რაობა; გარიგების სახეები; (ერთჯერადი, მრავალჯერადი, საეჭვო, ზღვარს ზემოთ, დანაწევრებული და სხვ.)
  • რისკი და რისკზე დამყარებული მიდგომა და პროპორციული ზომები;  რისკზე დამყარებული მატრიცები; „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC- know your client), თვითდეკლარაციის ფორმები;
  • “ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ”
  • PEP - პოლიტიკურად აქტიური პირები;
  • ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება (ინტერნეტრესურსები, სხვა სანდო წყაროები); კონფიდენციალურობა;
  • ანგარიშგების ფორმები; მონიტორინგის სამსახური;
  • საქმისწარმოება; დოკუმენტების შენახვისა და დაარქივების წესები (ელექტრონული აღრიცხვა);
  • AML სპეციალისტის, ოფიცრის, მენეჯერისფუნქციები.
  • საერთაშორისო სანქციები და მათი მნიშვნელობა. ორგანიზაციები, რომლებიც აწესებენ სანქციებს. სანქციები კონკრეტულ ქვეყნებათან მიმართებაში. ტიპოლოგიები, პრაქტიკული სავარჯიშოები;
  • ტრანზაქციების მონიტორინგი, ე.წ. "წითელი ალმები", საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა, სცენარები, მაგალითები.


სწავლების მეთოდი:

პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე და მოიცავს სწავლების ისეთ ფორმებს, როგორიცაა თეორიული მომზადება, პრაქტიკული სავარჯიშოები, სიმულაცია, ანგარიშგების ორგანიზაციული მართვა, დისკუსია და სხვ.

 ვისთვისაა განკუთვნილი: 

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დასაქმდეს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია AML სპეციალისტის, ოფიცრის თუ მენეჯერის პოზიციაზე იმ ფინანსურ და არაფინანსურ სექტორში, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონი: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ .

შემოთავაზებული კურსი გამიზნულია, აგრეთვე, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის" მიერ განსაზღვრული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისათვის. ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორი საკონსულტაციო კომპანია “Context Consulting" -ი (402187307) აღნიშნულ სამსახურში რეგისტრირებულია, როგორც “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიმწოდებელი"

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რომლის საფუძველზეც თქვენ მიიღებთ საკონსულტაციო კომპანია Context Consulting-ისა და  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GAU-ს კვალიფიკაციის დამადასტურებელ ერთობლივ სერტიფიკატს, რაც უდაოდ დაგეხმარებათ თქვენს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

პროგრამის ხანგრძლივობა:

  •  10 შეხვედრა; 5 კვირა.  სალექციო დღეები: ორშაბათი - ხუთშაბათი, 19:00-დან 22:00 საათამდე

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
ჯგუფში ადგილები შეზღუდულია.შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.


კურსი დაიწყება 2024 წლის 2 დეკემბერს!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

Anti-Money Laundering (AML) - ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შესწავლის სასერტიფიკატო კურსის ღირებულებაა 950 ლარი

ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით

20%-იანი ფასდაკლებ ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტებს
  • კურსდამთავრებულს
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
  • ორგანიზაციის თანამშრომლებს

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ლალი ბაგრატიონი

ლალი ბაგრატიონი - იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატი. გასულ წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის იურისტი - წა...

ლალი ბაგრატიონი - იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატი. გასულ წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის იურისტი - წამყვანი სპეციალისტი; იუსტიციის მრჩეველი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; რეგიონალური საბაჟო აღმოსავლეთის, ადმინისტრირებისა და სამართლერივ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი; იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ეფემია ლორია

ეფემია ლორია - საკონსულტაციო კომპანია „Context Consulting”-ის დირექტორი. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებსა და პროგრამებში ადმინისტრაციულ და საოპერაციო მართვით პოზიციებზე. ფი...

ეფემია ლორია - საკონსულტაციო კომპანია „Context Consulting”-ის დირექტორი. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებსა და პროგრამებში ადმინისტრაციულ და საოპერაციო მართვით პოზიციებზე. ფინანსურ სექტორში - „საქართველოს ბანკში,“ „ვითიბი ბანკში,“ „იშ ბანკში“, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში“ საოპერაციო განყოფილების უფროსის, შიდა აუდიტის, შესაბამისობის და AML მენეჯერად მუშაობის გამოცდილება.

 

ქეთევან ჭოხონელიძე ჭოხონელიძე

ქეთევან ჭოხონელიძე არის Certified Global Sanctions Specialist-ი (CGSS)ACAMS  - Certified Anti-Mo...

ქეთევან ჭოხონელიძე არის Certified Global Sanctions Specialist-ი (CGSS)ACAMS  - Certified Anti-Money Laundering Specialist (CAMS). AML მიმართულებით მუშაობის 7 წლიანი, ხოლო ზოგადად  საბანკო სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ბანკში უფროსი AML/სანქციების ოფიცერი.

თამარ რატიანიძე

თამარ რატიანიძე გახლავთ სერტიფიცირებული AML სპეციალისტი (CAMS) 18 წლიანი გამოცდი...

თამარ რატიანიძე გახლავთ სერტიფიცირებული AML სპეციალისტი (CAMS) 18 წლიანი გამოცდილებით ფინანსურ სექტორში.

მისი ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს KYC პროცედურების განხორციელებას, მაღალი რისკის მქონე კლიენტების ონბორდინგს/შესწავლას, რეგულატორული სტანდარტების დაცვას, კლიენტებთან დაკავშირებული რისკების მართვას და მათგან გამომდინარე რისკების შემცირების გეგმების შემუშავებას, ტრანზაქციების მონიტორინგს საეჭვო აქტივობების გამოსავლენად და ფინანსური სანქციების ჭრილში საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად. მას, საბანკო სექტორში მოღვაწეობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, როგორიცაა ახალი IT პროექტების ინიცირება და AML შიდა პროცედურების შესაბამისობასთან მოყვანა მარეგულირებლის სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მისი linkedin-ის გვერდი:

https://www.linkedin.com/in/tamar-ratianidze-cams-55ba0889/

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა