კიბერუსაფრთხოების საფუძვლები

მოკლევადიანი კურსები

კიბერუსაფრთხოების საფუძვლები

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის მფლობელთათვის, მენეჯერებისათვის, საჯარო მოხელეებისთვის, უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებისათვის, სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიმღებთათვის ან პოლიტიკის შემმუშავებელთათვის. კორპორატიულ ქსელთან უსაფრთხო მუშაობის, ოფისში, მივლინებებსა თუ შვებულებაში ყოფნისას კომპანიის ან პირად კომპიუტერსა და მობილურ მოწყობილობებზე სამსახურებრივი ინფორმაციის უსაფრთხო დამუშავების გარდა კურსის მონაწილეები შეისწავლიან სახელმწიფოთა მხრიდან პოლიტიკური, სამხედრო, გეოპოლიტიკური მიზნებით წარმოებულ კიბეროპერაციებს, მათ გავლენას ბიზნესსა და კრიტიკულ სერვისებზე, კიბერუსაფრთხოების სწორი სტრატეგიის შექმნასა და მენეჯმენტის გამართული სისტემის დანერგვას. ასევე, ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კიბერჰიგიენის საფუძვლებს და შეიძენენ უსაფრთხო ონლაინ-აქტივობის გაცნობიერებულ ჩვევებს.

მიღებული ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულებს გამოადგებათ საჯარო სექტორის თუ ბიზნესის კიბერუსაფრთხების პოლიტიკის წამყვან პოზიციაზე სამუშაოდ.

როლური თამაშების, პრეზენტაციების და ლექციების საშუალებით, კურსზე განხილული იქნება შემდეგი ძირითადი თემები:

  1. კიბერუსაფრთხოების შესავალი, ზოგადი ტერმინები და ცნებები;
  2. მსოფლიოს და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა:
    • საერთაშორისო კონვენციები და ჩარჩოები
    • „საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“
    • საერთაშორისო კონვენციები კიბერუსაფრთხოების სფეროში
    • საქართველოს კიბერარქიტექტურა; საჯარო და კერძო სექტორის აქტორები
    • საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, დარგობრივი სტრატეგიები
    • საქართველოს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები
  3. კიბერდომეინი, როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სივრცე: კიბერელემენტების გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში;
  4. კიბერტერორიზმი;
  5. კიბერსივრცის გამოყენება პროპაგანდისა და საინფორმაციო-ფსიქოლოგური ზემოქმედებისათვის;
  6. კიბერჰიგიენა: კომპიუტერული უსაფრთხოების მინიმალური წესები კომპიუტერის მომხმარებლისთვის:
    • მავნე პროგრამული უზრუნველყოფა და მისი სახეები
    • სამუშაო კომპიუტერის უსაფრთხოება
    • ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება
    • ფიშინგი
    • პასვორდის უსაფრთხოება
    • უსაფრთხო ინტერნეტი მოგზაურობისას
    • უკაბელო ინტერნეტის უსაფრთხოება
    • მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება
    • უსაფრთხო ონლაინ - ბანკინგი და შოპინგი
    • სოციალური ქსელების უსაფრთხოება
    • ID მოპარვა და ინტერნეტ-თაღლითობა
    • ქლაუდის უსაფრთხოება
    • BYOD საფრთხეები
  7. დესტრუქციული კიბეროპერაციების გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბიზნეს სექტორზე - თანამედროვე ტენდენციები, რისკები და გამოწვევები;
  8. კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტის საფუძვლები:
    • თანამედროვე ტენდენციები: სპეციფიური რისკები სახელმწიფო და ბიზნეს სექტორისათვის
    • კიბერუსაფრთხება CEO-ს, მენეჯმენტის და HR გადმოსახედიდან - რა უნდა გავაკეთოთ ბიზნესის კიბერუსაფრთხოებისათვის
    • როგორ ავაწყოთ კიბერუსაფრთხოების სისტემა კომპანიაში?
    • კიბერუსაფრთხოების სწავლების მრავალსაფეხურიანი სისტემა ბიზნესისთვის
    • სპეციფიკური გამოწვევები ბიზნესის სხვადასხვა სფეროსათვის
    • როგორ შევქნათ კიბერუსაფრთხოების სტრატეგია ბიზნესისა თუ სახელმწიფო დაწესებულებისთვის
    • გარე და ინსაიდერული კიბერსაფრთხეები, მათი მინიმიზაციის სისტემა.

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (ორშაბათი და ოთხშაბათი);
  • ლექციის ხანგრძლივობაა 19:00 – 21:30 სთ.

რეგისტრაცია: 
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის საფასური შეადგენს 420 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ანდრია გოცირიძე

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი.

თავდაცვის სამინისტროს  კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 2014 -2016 წწ, გენერალური ინსპექტორი...

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი.

თავდაცვის სამინისტროს  კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 2014 -2016 წწ, გენერალური ინსპექტორი 2012-2014 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობეზე, 2008-2012 წლებში იყო სს „პრივატბანკისა“ და სს „ბანკი კონსტანტას“ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ეროვნული და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები, საფუძველი ჩაეყარა კიბერრეზერვის პროექტს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცების კიბერუსაფრთხოების სფეროში ტრენერებად ინტეგრაციას, დაინერგა კიბერცნობიერების ამაღლების მრავალკომპონენტიანი სისტემა. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო მოხელეთა სასწავლო კურსზე. არის 2015-16 წ. NATO PFPC მიერ შექმნილი Cyber Security Generic Reference Curriculum თანაავტორი.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა