ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის კურსი
კურსის/პროგრამის სახელწოდება: ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის კურსი
კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა:
- 2.5 თვე (თეორიული ნაწილი - 2 თვე + პრაქტიკული ნაწილი მოქნილი გრაფიკით) დასაქმების პერსპექტივით
- სამშაბათი - 19:00; შაბათი - 12:00.
- ლექციის ხანგრძლივობა: 2,5 საათი
სამიზნე აუდიტორია:
- კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს სასკოლო ატესტატი და გეგმავს ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების სფეროში დასაქმებას;
- ბიზნესის, მენეჯმენტის ან ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტები და რომლებსაც სურთ სპეციალიზაცია ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სექტორში;
- სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ვაჭრობისა და ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით.
კურსი/პროგრამა მოიცავს:
- ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის ძირითად ელემენტებს
- სატრანსპორტო სისტემებს
- გადაზიდვის დოკუმენტაციებს
- საბაჟო ოპერაციებს
- დისპეჩერიზაციასა და სატრანსპორტო ოპერაციების მენეჯმენტს
- რეგულაციებსა და სავაჭრო ჩარჩოებს
კურსის გავლის შემდეგ:
- გეცოდინება: სტუდენტები მიიღებენ მკაფიო წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებენ ლოგისტიკური და სატრანსპორტო ქსელები ფართო მიწოდების ჯაჭვის სისტემის ფარგლებში — აქცენტით ოპერაციულ ეფექტურობაზე, მდგრადობაზე და ციფრულ ტრანსფორმაციაზე.
კურსი მორგებულია როგორც გლობალურ საუკეთესო პრაქტიკებზე, ისე რეგიონულ რეალობებზე, განსაკუთრებით კავკასიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნებში, რაც შეესაბამება საქართველოს მზარდ როლს, როგორც ლოგისტიკურ ჰაბისა, ევროპასა და აზიას შორის. - დასაქმდები: ლოგისტიკურ/საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიებში (შესაძლებელია კურსის ფარგლებში პრაქტიკული სწავლების შემდეგ დასაქმდეთ მასპინძელ კომპანიაში)
- მიიღებ: სერთიფიკატს საერთაშორისო ტრანსპორტისა და სატვირთო ექსპედირების მიმართულებით, რომელსაც ერთობლივად გასცემენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) და Georgian Logistic Company LTD.
- რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/yapZl
რეკომენდაციები
სწავლის საფასური
ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის კურსი
ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის პროგრამის საფასური შეადგენს 1500 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
- GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
- GAU-ს კურსდამთავრებულს!
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
საკონტაქტო ინფორმაცია
გზავნილები
გალერეა
ტრენერები
გიორგი წიკლაური
ლოგისტიკის მენეჯერი, 13-წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სხვადასხვა პერიოდში, საბაჟო, საერთაშორისო შესყიდვებისა და საერთაშორისო ლოგისტიკის მიმართულიებით. 2020 წლიდან საბაჟო საქმისა და საბაჟო დეკლარირებ...
ლოგისტიკის მენეჯერი, 13-წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სხვადასხვა პერიოდში, საბაჟო, საერთაშორისო შესყიდვებისა და საერთაშორისო ლოგისტიკის მიმართულიებით. 2020 წლიდან საბაჟო საქმისა და საბაჟო დეკლარირების ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.