ელექტრონული ბაზები

ელექტრონული ბაზები

• საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

ვებგვერდი მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალური იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტების სრულყოფილ მონაცემთა ბაზას. ნორმატიული აქტების საძიებო სისტემაში მომხმარებელს შეუძლია იხილოს კოდიფიცირებული აქტები და მათი ისტორია, განხორციელებული ცვლილების ყველა სტადიაზე. სისტემაზე სრული წვდომის მისაღებად მიმართეთ GAU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, ნატალია ასანიშვილს.

• Library.Court.ge - სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა

Manuals Developed in Business Administration

  1. Essentials Of Business Administration, 2014 - წიგნი მოიცავს ყველა საკვანძო თეორიულ საკითხს, რომელიც გვხვდება ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში (შემუშავებულია GAU-ს ბიზნესის სკოლის მიერ).
  2. Computational Business Administration, 2014 - წიგნი მოიცავს კომპიუტერულ მოდელირებას (შემუშავებულია GAU-ს ბიზნესის სკოლის მიერ).
  3. Essentials Of Quantitative Finance, 2014 - წიგნი მოიცავს Quant-ის პროგრამის კურსებს (შემუშავებულია GAU-ს ბიზნესის სკოლის მიერ).


•  ჟურნალები

Bulls & Bears Financial-Analytical Journal - პირველი ფინანსური - ანალიტიკური ჟურნალი საქართველოში აერთიანებს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: კრიპტო ბაზრები, აქციების ბაზრები, სასაქონლო ბაზრები, მაკროეკონომიკური ანალიზი, IPO და ICO კომპანიები/პროექტები. იხილეთ 2022 წლის იანვრის, 2021 წლის დეკემბრის და ნოემბრის გამოცემები.


• EBSCOHOST

  1. Regional Business News - მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზაა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ-ს და კანადის მასშტაბით. იგი მოიცავს ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობებს The Washington Post, PR Newswire US და ა.შ.
  2. Health Source: Consumer Edition + Nursing/Academic Edition - გთავაზობთ 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის: კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა.
  3. Academic Search Elite - შეიცავს მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში. ბაზა წვდომის საშუალებას გვაძლევს ჟურნალებისა და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე.
  4. Business Source Elite - გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს ბიზნესის, მენეჯმენტისa და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებs: მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა.
  5. MasterFILE Elite - მონაცემთა ბაზა სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი და შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას, რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგადი მეცნიერების, მულტიკულტურული და სხვა მრავალ სფეროში.
  6. MEDLINE - ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯან-დაცვის სისტემა, პრე-კლინიკური საგნები და სხვა.
  7. Library Information Science & Technology Abstracts (LISTA) - მოიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსებს, 50-ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და ა.შ.
  8. GreenFILE - სამეციერო, სამთავრობო და პოპულარული ხასიათის მასალების კოლექციაა, რომელიც შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებზე, კორპორაციებზე და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე. ეს უფასო კვლევითი მონაცემთა ბაზა გთავაზობთ 780 000-ზე მეტი ჩანაწერის ინდექსსა და აბსტრაქტს და 11 000-ზე მეტ სრულ ტექსტს.

    * აღნიშნულ ბაზაზე წვდომა ხორციელდება ნებისმიერი ადგილიდან.

• Heinonline

Heinonline-ის ბაზები მოიცავს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო ნაშრომებს, წიგნებს, მონოგრაფიებსა და პუბლიკაციებს, ისეთ თემებზე, როგორიცაა: საერთაშორისო არბიტრაჟი, ჰააგი კონფერენციები და კონვენციები, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს საქმის ძირითადი განხილვები და ა.შ.

* აღნიშნულ ბაზაზე წვდომა ხორციელდება ნებისმიერი ადგილიდან.

 Elsevier



Scopus

Scopus-ი აბსტრაქტების უდიდესი მონაცემთა ბაზაა რეცენზირებული ლიტერატურის, სამეცნიერო ჟურნალების, წიგნებისა და საკონფერენციო ნაშრომების.

ScienceDirect

ScienceDirect რეცენზირებული ლიტერატურის წამყვანი პლატფორმაა, რომელიც დაეხმარება თქვენი კვლევის წინსვლას.

Scival Funding(Funding Institutional)

Funding Institutional - გაზარდე გრანტის მოპოვების შანსები სიღრმისეული ინფორმაციით, აღმოჩენებითა და გადაწყვეტილებებით.

* აღნიშნულ ბაზაზე წვდომა ხორციელდება ნებისმიერი ადგილიდან.


 Cambridge Journals Online

საგნობრივი სპექტრი: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგებს. მათ შორის: ხელოვნება, ასტრონომია, კომპიუტერული მეცნიერებები, დრამა და თეატრი, დედამიწისა და გარემოს დაცვა, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, ინგლისური ენის სწავლება, ფილმები, მედია, მასობრივი კომუნიკაცია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ლიტერატურა, მათემატიკა, მუსიკა, ფილოსოფია, ფიზიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, რელიგია, სოციოლოგია და სტატისტიკა.

• e-Duke Journals Scholarly Collection

44 ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალი
საგნობრივი სპექტრი: ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლებია, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევები, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books

შვიდი სამართლისა და მართვის ჟურნალი, და დაახლოებით 280 სასწავლო ელექტრონული წიგნი.

საგნობრივი სპექტრი: წიგნები ფინანსთა, ეკონომიკის, ინოვაციური კვლევების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო და სოციალური მმართველობის, მიგრაციის, კვლევის მეთოდების, ინტელექტუალური საკუთრების, სამართლებრივ და სხვ. კვლევათა განვითარების შესახებ. კოლექცია მოიცავს სამეცნიერო მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებსა და ცნობარებს.

European Respiratory Journal 

წარმოადგენს კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულების ბაზას, იმავე სახელწოდების ჟურნალით. მოცემულია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 12.339 შეადგენს.

IMechE Journals

მექანიკის ინჟინერიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული 18 ჟურნალი მოწოდებული გამომცემლობა SAGE-ის მიერ, სადაც წარმოდგენილია სრულ სპექტრი 1847 წლიდან დღემდე.
საგნობრივი სპექტრი: მექანიკური ინჟინერია

Mathematical Sciences Publishers Journals  

წარმოდგენილია 17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და სხვა მისი მომიჯნავე დისციპლინებიდან. ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია

Openedition Journals

წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.

Royal Society Journals Collection

წარმოდგენილია ბიოლოგიურ მეცნიერების და მისი მომიჯნავე დისციპლინების დარგობრივი მიმართულების ჟურნალები - ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია.

SAGE Premier 

წარმოდგენილია სამეცნიერო, აკადემიური, მაღალრეიტინგული ჟურნალები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს რეიტინგული ჟურნალებიდან.

The Company of Biologists' Journals 

წარმოგიდგენთ ჟურნალს, რომელიც მოიცავს განვითარების, უჯრედული მეცნიერებისა და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროებს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა