საერთაშორისო სტუდენტებისთვის - მიღების კრიტერიუმები

საერთაშორისო სტუდენტებისთვის - მიღების კრიტერიუმები

სანამ GAU-ს სტუდენტი გახდებით

ქვემოთ ჩამოთვლილია ის საფეხურები, რომელთა გავლა საჭიროა საქართველოში ჩამოსვლამდე.

1. შეთავაზების მიღება
იმისათვის, რომ თქვენი ადგილი GAU-ში გარანტირებული იყოს, თქვენ უნდა მიიღოთ GAU-ს შეთავაზება. თქვენ შეგიძლიათ მოწვევის წერილზე თანხმობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით განაცხადოთ. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ თქვენს დადებით პასუხს, თქვენ მოგეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურის შესახებ.
2. გადასახადის გადახდა
მოწვევის წერილთან თანდართული ინვოისის საფუძველზე უნდა მოხდეს სწავლის საფასურის გადახდა. აპლიკანტებს ასევე მოუწევთ დამატებითი ხარჯების გადახდა, როგორიცაა რეგისტრაციის საფასური ($100).
3. საცხოვრებელი ადგილის უზრუნველყოფა
4. სტუდენტური ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანა
5. სამოგზაურო დაზღვევის შეძენა
6. ფრენის დაჯავშნა
7. ჩარიცხვის პროცესის დასრულება
8. საქართველოში ჩამოსვლა

ინგლისური ენის მოთხოვნები
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავისთვის აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის მოთხოვნებს ინგლისურ ენაში. აპლიკანტებს ინგლისური ენის ცოდნის წარმოჩენის საშუალება აქვთ:

  • საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის ტესტის საშუალებით;
  • სკოლის ნიშნების წარდგენით;
  • უნივერსიტეტში სწავლის მანძილზე მიღებული ნიშნების წარდგენით.

განაცხადის შეტანის ვადები
GAU-ს პროგრამების უმეტესობისთვის განაცხადის შეტანა უნდა მოხდეს საბუთების მიღების პერიოდში ნებისმიერ დროს. თუმცა, ვინაიდან ადგილების რაოდენობა შესაძლებელია შეზღუდული იყოს, გირჩევთ განაცხადი მაქსიმალურად ადრე შეიტანოთ. რაც უფრო ადრე მოგვაწვდით განაცხადს, მით  უფრო ადრე მიიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებას.

როგორ ხდება განაცხადის შეტანა?
შეავსეთ GAU- სააპლიკაციო ფორმა, რომელიც შეიცავს შევსების შესახებ დეტალურ და ეტაპობრივ ინსტრუქციას. განაცხადი სრულად უნდა იყოს შევსებული და გაიგზავნოს რაც შეიძლება ადრე, რათა მოხდეს მისი დროული განხილვა უნივერსიტეტის მიერ.

მას შემდეგ, რაც აპლიკანტები შეიტანენ განაცხადს, მათ უნდა გადაიხადონ რეგისტრაციის საფასური. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ თანხის უკან დაბრუნება არ ხდება და განაცხადი არ განიხილება რეგისტრაციის საფასურის მიღებამდე. რეგისტრაციის საფასური საერთაშორისო განმცხადებლისთვის შეადგენს $100, თუკი თანხა ირიცხება საქართველოდან, აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს 250 ლარი. რეგისტრაციის თანხა შესაძლოა მოხსნილი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ფარავს მესამე მხარის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს. ზოგიერთ შემთხვევაში სავიზო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია მოხდეს ცალკე.

საერთაშორისო აპლიკანტებმა GAU-ს პროგრამებზე ჩასარიცხად განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსონ. განაცხადის შეტანის პროცესი შემდგომი საფეხურებისგან შედგება:

  • მომხმარებლის ანგარიშის შექმნა;
  • კურსებისა და პროგრამების ძიება;
  • განაცხადის შევსება;
  • განაცხადის შეტანის საფასურის გადახდა (საჭიროების შემთხვევაში);
  • საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა;
  • შერჩევის შედეგების მიღება;
  • უნივერსიტეტში მიღების შეთავაზებაზე პასუხის გაცემა.

 საჭირო დოკუმენტების თანდართვა

მიმღები დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ინგლისურ ენაზე. კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: admissions@gau.edu.ge

მას შემდეგრაც ჩვენ მივიღებთ განაცხადს, აპლიკანტს ეგზავნება მიღების დამადასტურებელი წერილი ან ქვითარი. თუ აპლიკაციის შევსებიდან  2 კვირის შემდეგ განაცხადის მიღების დადასტურება არ მიგიღიათ, დაგვიკავშირდით მისამართზე: admissions@gau.edu.ge. ამ ეტაპზე მიმღები კომისია განიხილავს აპლიკანტის განაცხადს, აფასებს მის დოკუმენტებს და განსაზღვრავს, დაინიშნოს თუ არა მასთან გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში, მიმღები დეპარტამენტი ონლაინ გასაუბრებას ჩაატარებს ყველა წარმატებულ კანდიდატთან. ეს ინტერვიუ საშუალებას მოგვცემს, უკეთესად გავიცნოთ აპლიკანტები და შევაფასოთ კონკრეტული თვისებები, რომლებიც დოკუმენტაციის განხილვის გზით არ იკვეთება. ასეთი თვისებებია: აპლიკანტის პიროვნება, საკუთარი აზრის წარმოჩენის უნარი, თვითგამოხატვის გზები და სხვა კომუნიკაციის უნარები. მიმღები კომისია შედგება უნივერსიტეტის პერსონალისგან.

კომიტეტის გადაწყვეტილება
GAU-ს მიმღები კომიტეტის გადაწყვეტილება აპლიკანტებს ეგზავნებათ სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების დამადასტურებელ გზავნილთან ერთად. მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ GAU-ში მიღება არ ნიშნავს გარანტირებულ ადგილს პროგრამაში. ამისათვის საჭიროა მოხდეს აპლიკანტის დოკუმენტების გადამოწმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და აპლიკანტმა გადაიხადოს სწავლის საფასური. ამის შემდეგ GAU მომავალ სტუდენტს გაუგზავნის ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს (ვიზის მისაღებად).

საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარება განათლების ხარისხის გაუმჯობესების ეროვნულ ცენტრში (2 კვირა)
ცენტრი ადასტურებს საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და ადგენს დოკუმენტში მოცემული კვალიფიკაციის შესატყვისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა