- დედაქალაქი - თბილისი
- მთავრობა - საპარლამენტო რესპუბლიკა
- ვალუტა - ქართული ლარი (GEL)
- ფართობი - 69,700 კმ²
- მოსახლეობა - 3.716 მილიონი
- ოფიციალური ენა - ქართული
- ქვეყნის კოდი - +995
- დროის ზონა - UTC +4
საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტულია, აგრეთვე, განათლების სფერო. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან საქართველოში განათლების მიღებაზე. მეტიც, ამ მაჩენებელით საქართველო მოწინავეა ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში:
ამას ცხადყოფს შემდეგი საერთაშორისო რეიტინგები:
- ადამიანური თავისუფლების ინდექსით (human freedom index) საქართველო მე-40 ადგილს იკავებს;
- კეთილდღეობის ინდექსით 53-ე ადგილს (Prosperity index);
- უსაფრთხოების ინდექსით საქართველო მე-4 ადგილს იკავებს (Safety index);
- ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო მოწინავეა, მე-7 ადგილი.
ამავდროულად, საქართველო არის უნიკალური და უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა და ცნობილია სტუმართმოყვარეობით, გასტრონომიული ტრადიციებით, მრავალფეროვანი კლიმატით - საზღვაო და მთის კურორტებით. ამასთან, ევროპული და აზიური არქიტექტურული სინთეზი ტურისტებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის. ამას ცხადყოფს საერთაშორისო ტურისტების დინამიკა, რომელიც ბოლო წლებში დრამატულად იზრდება.
საერთაშორისო ტურიზმის რეიტინგით საქართველოს 50-ე ადგილი მიენიჭა.
სასარგებლო ლინკები: