GAUბენდი
GAUბენდი GAU-ს სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. GAU-ს ღონისძიებების მუსიკალური გაფორმება მუდამ გამოირჩევა გემოვნებიანი, ხარისხიანი მუსიკით, რადგან ბენდის შემადგენლობაში ნიჭიერი ახალგაზრდები - GAU-ს სტუდენტები - პროფესიონალი და მოყვარული მუსიკოსები არიან.
GAUბენდი ახალი შემადგენლობით 2014 წლის დეკემბერში თვითმმართელობის ორგანიზებით შეიკრიბა, სწორედ ამიტომ 24 დეკემბერს ბენდის დაბადების დღე აღინიშნება. ჯგუფს ახალი წევრები შესარჩევი კონკურსის შედეგად ყოველწლიურად ემატებიან. ზოგიერთი მათგანი ცნობილი მუსიკალური პროექტისა თუ მეგაშოუს ფინალისტია.
გაიცანით GAUბენდის ძველი და ახალი წევრები, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას GAU-ს სტუდენტური ცხოვრების გალამაზებისთვის: ვერიკო ჭელიძე, სანდრო კახიძე, ავთანდილ კახიძე, დემნა ამაშუკელი, ნინა მირგოროდსკაია, ირაკლი აბაშიძე, სოფო შერგელაშვილი, ნიკა ომიაძე, ნანუკა კობახიძე, ტატო მოთიაშვილი, ლუკა მირიანაშვილი, ხატია ქინქლაძე, ლაშა მურმანიშვილი, ინგა ნაფეტვარიძე.
GAUდასი
სამსახიობო ნიჭით გამორჩუელი GAUელები ტრადიციულად საინტერესო და თანამედროვე სპექტაკლებს გვთავაზობენ. სტუდენტური დასი 2017 წლის შემოდგომაზე შეიქმნა და 30-მდე სტუდენტი გააერთიანა. ამ იდეის ავტორი ერთ-ერთ GAUელს, თათია მამაცაშვილია და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა შემოქმედებითი ჯგუფი, რომელსაც სათავეში ორი ახალგაზრდა რეჟისორი - ხატია სულაბერიძე და ვახო ძიგავა - ჩაუდგა. მუშაობის პროცესში პიესების შემქნა-ადაპტაცია სპეციალურად GAUელებისთვის ხდება. ხანგრძლივი და შრომატევადი რეპეტიციების შემდეგ პრემიერები იმართება ისეთ სცენებზე, როგორიცაა პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, ახმეტელის თეატრი და სხვა. GAUდასი უკვე საუნივერსიტეტო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და საგანგებო პერფორმანსებს თუ პოეზიის საღამოებს სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებშიც მართავს.