გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალია!
გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალია!
პარასკევი, 07 აპრილი, 2023 - პარასკევი, 14 აპრილი, 2023
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მიღებას.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 160 ევროს დღიურად.
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 820 ევროს ოდენობით;
- სამუშაო 5 დღესთან ერთად უფინანსდებათ დამატებით 2 დღე, თავისუფალი დროის გამოსაყენებლად.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:
- პასპორტის ასლი;
- შევსებული ხელშეკრულებ
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება ხდება მიმღები (კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 1 კვირა. 22-26 მაისი - საერთაშორისო კვირეული.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 14 აპრილის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კიომბრას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge