ცხადდება გაცვლითი პროგრამა Latvian University of Life Sciences and Technology-ში, ლატვია!

ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023 - ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2023

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
t.mechurchlishvili@gau.edu.ge

აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, Latvian University of Life Sciences and Technology-ში, ლატვია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს აკადემიურ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად. 
  • 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • პასპორტის ფოტო
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 6 ნოემბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "Latvian University of Life Sciences and Technology, აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა