ცხადდება გაცვლითი პროგრამა მარმარას უნივერსიტეტში, თურქეთი!
ცხადდება გაცვლითი პროგრამა მარმარას უნივერსიტეტში, თურქეთი!
ხუთშაბათი, 25 იანვარი, 2024 - ხუთშაბათი, 29 თებერვალი, 2024
ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, მარმარას უნივერსიტეტში, თურქეთი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (training);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული პერსონალისათვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
- ხანგრძლივობა - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 29 თებერვლის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „მარმარას უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის