გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთი!
გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთი!
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2023 - პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2023
აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ პროგრამაზე, მალაგას უნივერსიტეტში, ესპანეთი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინფორმატიკისა სკოლის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს აკადემიურ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 820 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი
- ბიომეტრული პასპორტი;
- პასპორტის ფოტო
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (teaching);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
ხანგრძლივობა - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 6 ოქტომბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "მალაგას უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge