გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის რუმინეთში!
გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის რუმინეთში!
სამშაბათი, 31 მაისი, 2022 - სამშაბათი, 07 ივნისი, 2022
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, პიტეშტის უნივერსიტეტში, რუმინეთი!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს და აკადემიური გუნდის წევრებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
- შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად (7 დღის განმავლობაში).
- 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- ინგლისური ენის სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (teaching);
Mobility agreement (training).
შერჩევის კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე აკადემიური პერსონალისათვის
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 7 ივნისის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2022 წლის ივლისის ბოლომდე.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "პიტეშტის უნივერსიტეტი, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: exchange@gau.edu.ge.