ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

სამშაბათი, 21 იანვარი, 2025 - სამშაბათი, 28 იანვარი, 2025

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტშითურქეთში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • 140 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
  • 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად

შერჩევის კრიტერიუმები:

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე
  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა

Mobility Agreement Training

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)

ხანგრძლივობა:

7 დღე

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 28 იანვრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge,  nini.palavandishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა