ბურგოსის უნივერსიტეტი, ესპანეთი

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის ბურგოსის უნივერსიტეტი, ესპანეთი

ბურგოსის უნივერსიტეტი, ესპანეთი

ელ-ფოსტა
exchange@gau.ge


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, ბურგოსის უნივერსიტეტში, ესპანეთი! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2022-2023 სასწავლო წლის შემოდეგომის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ესპანური ენების B1 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • შერჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
  • შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად (5 თვის განმავლობაში);
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (530 ევროს ოდენობით);
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის (ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ან ესპანურ ენებზე) 

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი (ფოტოსურათის გვერდი) 
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი;
  • ხელმოწერილი Learning Agreement;
  • სამოვიტივაციო წერილი;
  • ინგლისური ან ესპანური ენის B1-ს სერტიფიკატი (მიიღება GAU-ს მიერ გაცემული ცნობაც). 

შესარჩევი პროცესი:

კანდიდატები შეირჩევნიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ბურგოსის უნივერსიტეტის სპეციალური კომისიების მიერ.

 განაცხადის გაგზავნა:

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ბურგოსის უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე

  • შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა;
  • სისტემა მოგანიჭებთ Username-ს;
  • შექმენით პაროლი;
  • შეიყვანეთ არსებული მონაცემები და შედით სისტემაში;
  • დააჭირეთ “Solicitud de intercambio de entrada”;
  • აირჩიეთ „Exchange program” Erasmus K 107
  • დააჭირეთ “Add”;
  • შეიყვანეთ პირადი მონაცემები;
  • ატვირთეთ ყველა საჭირო დოკუმენტი:

ფოტოსურათი

პასპორტი

ნიშნების ამონაწერი

ცნობა, რომ ირიცხებით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

ხელმოწერილი მობილობის შეთავაზება

ესპანური ენის ცოდნის სერტიფიკატი

ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატი

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენებზე).

  • დააჭირეთ „Save”
  • დააჭირეთ „Print”

წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ ან ესპანურ ენებზე. 

 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 იანვარი. 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა