ლაკვილას უნივერსიტეტი, იტალია

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის ლაკვილას უნივერსიტეტი, იტალია

ლაკვილას უნივერსიტეტი, იტალია

ხუთშაბათი, 28 მარტი, 2024 - ხუთშაბათი, 28 მარტი, 2024

ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, ლაკვილას უნივერსიტეტში, იტალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის პროგრამის, ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც გამგზავრების დროს იქნებიან მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სასწავლო სემესტრში, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტები- მეორე და მესამე სემესტრში.  
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 ან იტალიური ენის B1 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
  • შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად (6 თვის განმავლობაში);
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (360 ევროს ოდენობით);
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ხელმოწერილი Learning Agreement;

შესარჩევი პროცესი:

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 14 თებერვლამდე 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ლაკვილას უნივერსიტეტი, ბაკალავრი ან ლაკვილას უნივერსიტეტი, მაგისტრი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა