CAREC-ის უნივერსიტეტის ინოვაციების გაცვლითი პროგრამა

პროექტები

CAREC-ის უნივერსიტეტის ინოვაციების გაცვლითი პროგრამა

CAREC-ის უნივერსიტეტის ინოვაციების გაცვლითი პროგრამა

სხვა პროექტები

დასრულებული

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) უნივერსიტეტის ინოვაციების გაცვლის პროგრამა (UIEP) არის ინოვაციური საზაფხულო ბანაკი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონალური საუნივერსიტეტო სტარტაპების გაძლიერებას უნარების გამუჯობესების, ახალი კავშირების დამყარების, მენტორინგის და სხვადასხვა რესურსზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

CAREC-ის ინოვაციური საზაფხულო ბანაკის იზანია:

  • Მიაწოდოს შერჩეულ საუნივერსიტეტო სტარტაპებს ცოდნა ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ.
  • Ხელი შეუწყოს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობის გაღრმავებას, გუნდების გაცნობას და კოლაბორაციას.
  • Ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ინოვატორების თემის ჩამოყალიბებას, რომელთაც შეეძლებათ ურთიერთდახმარების, თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების საშუალებით მდგრადი გაერთიანების შექმნა.
  • Ხელი შეუწყოს შერჩეული სტარტაპებისათვის მენტორინგის, ინვესტიციებსა და მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას და ეკონომიკურ გაძლერებას CAREC-ის რეგიონში.

ინოვაციური საზაფხულო ბანაკი არის ორ კვირიანი პროგრამა, რომლის ფარგლებში შერჩეული საუნივერსიტეტო სტარტაპები (24 სტუდენტი) ეწვევიან მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტებს, გაეცნობიაბ ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემას, გაიღრმავებენ ცოდნას მეწარმეობის და სტარტაპ მიმართულებით, მიიღებენ მონაწილეობას ფიჩ სესიებში და გაიცნობენ სხვა ქვეყნების სტუდენტურ სტარტაპ გუნდებს.

პროგრამა ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით.

პარტნიორი უნივერსიტეტები:

  • უზბეკეთი: innoWIUT, ვესტმინსტერის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტაშკენტში
  • ყაზახეთი: ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტი
  • აზერბაიჯანი: ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველო: მომავლის ლაბორატორია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პროექტის პერიოდი: 16-29 ივლისი, 2023 წელი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა