მოსამზადებელი და გადასამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და ჩატარება

პროექტები

მოსამზადებელი და გადასამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და ჩატარება

მოსამზადებელი და გადასამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და ჩატარება

სხვა პროექტები

დასრულებული

პროექტის მთვარი მიზანია სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების სიმწირის აღმოფხვრა. ამის მიღწევა იგეგმება ინოვაციური მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით სამშენებლო საიტის მენეჯმენტის, გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით და პროგრამის მონაწილეთათვის უკეთესი და ეფექტური დასაქმების პერპექტივის შექმნით.

პროექტის ფარგლებში შექმნა 3 საგანმანათლებლო მოსამზადებელი/გადასამზადებელი პროგრამა; მათგან ორი - კერძოდ, სამშენებლო საიტის მენეჯმენტის პროგრამა და გარემოს დაცვის მენეჯმენტის პროგრამა, მომზადდა ესპანელი პარტნიორების ჩართულობით, რამაც აღნიშნული კურსები საერთაშორისოდ სერტიფიცირებული გახადა.

პროგრამის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 160 მონაწილე მომზადდა/გადამზადდა აღნიშნული მიმართულებებით.

პროექტის განმახორციელებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლა
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2023-2025

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა