მუზეუმის მარკეტინგის პროექტი

პროექტები

მუზეუმის მარკეტინგის პროექტი

მუზეუმის მარკეტინგის პროექტი

სხვა პროექტები

დასრულებული

საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდა მუზეუმის მარკეტინგის პროექტი, რომლის მიზანი იყო ციფრულ სამყაროში ქართული მუზეუმების იმიჯის გაუმჯობესება და შესაბამისად ქვეყანაში ტურიმზის განვითარების ხელის შეწყობა. პროექტი შედგებოდა რამდენიმე ფაზისგან, რომელთაგან ორს კოორდინირებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) უწევდა. კერძოდ, თბილისისა და რეგიონების მუზეუმების თანამშრომლებისთვის ჩატარდა ერთკვირიანი სამუშაო შეხვედრა ჯეოლაბში ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებით შემდეგ თემებზე: 

  • ბრენდინგი
  • ონლაინ რეკლამირება
  • სოციალური მედია
  • ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა
  • კორპორაციულ სასპონსორო შეთანხმებები
  • უნივერსიტეტთა საპარტნიორო პროგრამები
  • სასაჩუქრე მაღაზიებისა და კაფეების მენეჯმენტი, კანონმდებლობა და აღრიცხვა.

პროექტის კულმინაციური ნაწილი იყო XX საუკუნის სახელგანთქმელი ფოტოგრაფის და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც სამ ქართულ მუზეუმში (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი) გაიმართა. პროექტის ეს ნაწილიც GAU-ს კოორდინირებით განხორციელდა. გამოფენა შეიქმნა მუზეუმების კურატორების მიერ მუზეუმის დიზაინერ პატრიკ გალაგერის კონსულტირებით. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა