ელექტრონული კატალოგი

ელექტრონული კატალოგი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კატალოგი: gau.library.ac.ge


ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის აღწერა

Evergreen-ის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ღია კატალოგს, რომელშიც ასახულია საუნივერსიტეტო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკების კოლექციები.

Evergreen-ის პროექტის ფარგლებში ვითარდება ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა (ILS), რომელსაც დღეისთვის უკვე იყენებს 1000–ზე მეტი ბიბლიოთეკა მსოფლიოში (აშშ 30 შტატი, კანადა, საქართველო, ჰოლანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა, მექსიკა, ინდოეთი, ავსტრალია და სხვ.). ამ ეტაპზე არის ერთადერთი ეროვნული მასშტაბის ვებ-კატალოგი, რომელიც აერთიანებს წამყვან ქართულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს.

ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია:

  • მოიძიოს მისთვის საინტერესო წიგნი, როგორც გაერთიანებულ/ინტერინსტიტუციურ, ასევე ცალკეული უნივერსიტეტის, საფაკულტეტო ან სპეციალიზებული ბიბლიოთეკების ინტეგრირებულ კატალოგებში; 
  • მიიღოს ინფორმაცია წიგნის რაოდეობის, მდებარეობის, სტატუსის შესახებ;
  • ნახოს მოკლე ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, MARC 21-ის სრული ჩანაწერი.


2013 წლისათვის ინტეგრირებული ბიბლიოთეკები

ამ ეტაპზე კატალოგიზაციის მოდულში Z39.50 პროტოკოლით შესაძლებელია ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების გაცვლა შემდეგ საერთაშორისო ბიბლიოთეკებთან:

British Library - ბრიტანული ბიბლიოთეკა (გაერთიანებული სამეფო) მოიცავს ყველა ბრიტანულ და ირლანდიულ გამოცემას. კოლექციაში 150 მილიონზე მეტი ერთეულია, მრავალ ენაზე.

AMICUS - კანადის ეროვნული გაერთიანებული კატალოგი მოიცავს 1.500 ბიბლიოთეკის 30 მილიონამდე ერთეულს.

U.S. National Library of Medicine - აშშ-ს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკაა ბიომედიცინის დარგში, ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან მას მილიარდი მკვლევარი მიმართავს.

University of Toronto Libraries - ტორონტოს უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკების კატალოგი მოიცავს 128 ენაზე გამოცემული 12 მილიონი ნაბეჭდი ერთეულისა და 238.000 სერიული გამოცემის ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერს.

Bibliothèque de l’Université de Montréal - მონრეალის უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკების ქსელი მოიცავს 4 მილიონ ფიზიკურ და 300 000 ელექტრონულ ერთეულს სხვადასხვა დისციპლინაში.

York Library - იორკის უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკების ქსელი მილიონობით გამოცემას და ელექტრონულ რესურსს ფლობს.

University of Western Ontario Library - დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკა აერთიანებს დასავლეთ კანადის კვლევით ბიბლიოთეკებს, რომლებიც მოიცავს 11 მილიონ ერთეულს.

University of Ottaw Librarya - ოტავას უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკებში დაცულია 2 მილიონზე მეტი ნაბეჭდი წიგნის ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი.

University of Alberta Libraries - ალბერტას უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკები მოიცავს 14 საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას.

University of Manitoba Libraries - მანიტობას უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკები მოიცავს 20-მდე ბიბლიოთეკას სამედიცინო, მენეჯმენტის, ინჟინერიისა და სხვა სფეროებში.

University of Michigan Library - მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია 8,5 მილიონი ბეჭდური და ციფრული ერთეული.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები - მოიცავს 150-მდე ასოცირებულ ბიბლიოთეკას და წარმოადგენს ყველაზე დიდ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების სისტემას გაერთიანებულ სამეფოში.

კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები - მოიცავს ბიბლიოთეკებს მრავალფეროვანი კოლექციებით ხელოვნების, ბიომედიცინის, საჯარო პოლიტიკის, აღმოსავლური ენების, სამართლის, ინფორმაციის კვლევების, მუსიკის, სოციალური, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ინჟინერიისა და სხვა დარგებში.

Columbia University Libraries მოიცავს კვლევით ბიბლიოთკებსა და მრავალფეროვან ციფრუკ და საარქივო კოლექციებს 80-მდე დარგში (ანთროპოლოგია, არქიტექტურა, აფრიკული, კორეული, იბერიული და სხვა კვლევები, თეოლოგია, სოციოლოგია, სოციალური სამუშაო, ფილოსოფია, ფიზიკა, ხელოვნება, მუსიკა და სხვა). ასევე საინტერესოა იმითაც, რომ აქ ფუნქციონირებს ქართველოლოგიური კვლევების ცენტრი და ბიბლიოთეკას ქართული წიგნების ფონდიც გააჩნია.

University of Aberdeen Libraries წარმოადგენს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას, რომელიც მოიცავს დარგობრივ ბიბლიოთეკებს, აგრეთვე დარგობრივ კოლექციათა რესურსცენტრს და აბერდინის უძველეს კამპუსში განლაგებულ სამეფო მუზეუმს.

MIT library წარმოადგენს მრავალფეროვანი რესურსებითა და სერვისებით აღჭურვილ ბიბლიოთეკას საარქივო, აუციო-ვიზუალური, საკონფერენციო, კვლევითი, საგაზეთო მასალებით, ტექნიკური ანგარიშებით, ასევე ვირტუალური საცნობარო გამოცემებით, მონაცემებით საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.

პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს 30-მდე ბიბლიოთეკას შემდეგი დარგების მიხედვით: კულტურის პოლიტიკა, ხელოვნება, სტატისტიკური სერვისები, ციფრული კოლექციები (ციფრული რუკები, გეოსივრცული ინფორმაცია), ევრო კავშირის დოკუმენტაცია, ხელნაწერები, მოსახლეობის კვლევა, საჯარო პოლიტიკა, ახლო აღმოსავლეთის, სოციალურ მეცნიერებები და სხვა.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა