2018 წელი მსოფლიოსთვის ქართული კულტურისა და ლიტერატურის ყველაზე მასშტაბურად გაცნობის წლად შევა ისტორიაში. ჩვენც ანბანისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გავაცილეთ ეს წელი.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგენის შემდეგ, ჩვენი უნიკალური ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია ჯერ ბიბლუსში, წლის დასასრულს 27 დეკემბერს (2018) კი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გაიმართა, სადაც სტუდენტებს და სტუმრებს კრებულის ავტორებთან შეხვედრის საშუალება მიეცათ.
კრებული ორენოვანია, აერთიანებს 33 თანამედროვე მწერალს და რუსუდან ფეტვიაშვილის ულამაზესი საზედაო ასოებითაა გაფორმებული.