საბუღალტრო საქმისა და ბიზნესის კანონმდებლობის გამოსაშვები საღამო
შაბათი, 06 ივლისი, 2019
6 ივლისს (2019) ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) საბუღალტრო საქმისა და ბიზნესის კანონმდებლობის მორიგი სასერტიფიკატო კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
დიპლომების გადაცემის ტრადიციულ და სახალისო ცერემონიალს GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და ლექტორები ესწრებოდნენ. ბუღალტერიის კურსის ფარგლებში , მსმენელების ნაწილი დამატებითად დაესწრო საქართველოში ყველაზე გავრცელებული სააღრიცხვო პროგრამის ტრენინგებს - ORIS, რისთვისაც მათ ცალკე სერტიფიკიტები გადაეცათ.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ კურსდამთავრებულებს საბუღალტრო საქმისა და ბიზნესის კანონმდებლობის კურსის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებას!