ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა GAU-ს კალათბურთის შიდა ჩემპიონატი, რომლის შემდეგაც გამოვლინდა ორი ფინალისტი გუნდი GAU-ს დიპლომატიისა და ინჟინერიის ფაკულტეტებიდან!
ჩემპიონატის ფინალი შედგა 24 მარტს, 22:00 საათზე ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში. ფინალს ესწრებოდნენ მოთამაშეთა გულშემატკივრები, რომელთაც GAU პოპკორნითა და გამაგრილებელი სასმელით შეხვდა.
თამაში ძალიან საინტერესოდ განვითარდა და დაძაბული მატჩის შემდეგ, საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „ვარდისფერი პანტერა" (სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა).
ასევე გამოვლინდა MVP, ანუ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. წოდება მიენიჭა მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრს -ზურა ჭაფოძეს.
დაჯილდოება მიმდინარეობდა მუსიკის თანხლებით. ჩემპიონატის სპონსორმა, კომპანია ევექსმა გამარჯვებულ გუნდს გადასცა ფულადი პრიზი. „ვარდისფერმა პანტერამ“ მოიპოვა ტურნირის თასი, რომელიც შემდეგ ჩემპიონატამდე მათთან იქნება. ფინალისტებს გადაეცათ მედლები და სერტიფიკატები.
სტატიის ავტორი: სალომე ფერაძე