Business Law & Management - ბიზნეს სამართალი და მენეჯმენტი (BLM)
ორშაბათი, 12 ივნისი, 2017
BLM კურსი მოიცავს როგორც იურიდიულ ასპექტებს, ასევე ბიზნესის პროცესების ეფექტიანად მართვის ინსტრუმენტებს. კურსის მსმენელებს წარმოადგენდნენ მენეჯერები და იურისტები.
აღნიშნული კურსი დაიწყო 2016 წლის ნოემბერში და დასრულდა 2017 წლის აპრილში. სერტიფიცირებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა აკადემიურ პროცესში შუალედურ და ფინალურ ტესტირებებში ზღვარის გადალახვა. პროგრამის წარმატებით გავლა შეძლო ექვსმა კურდამთავრებულმა.
გრედუეშენი შედგა 12 ივნისს (2017), რომელსაც ესწრებდნენ GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, პროგრამის ხელმძღვანელები გია ჩქოფოია და რაულ აგიკიანი.