სიახლეები და ღონისძიებები

კრებულის "იმიტომ, რომ სახლია შენი" პრეზენტაცია

კრებულის "იმიტომ, რომ სახლია შენი" პრეზენტაცია

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


16 მაისს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა პროზაული ტექსტების ახლახანს გამოცემული კრებულის "იმიტომ, რომ სახლია შენი" პრეზენტაცია, რომლის ავტორიც მამა ადამ ახალაძეა.

დამსწრე საზოგადეობას წიგნი მამა ადამ ახალაძესთან ერთად წარუდგინეს ჩვენმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტებმა - სანდრო ჩემინავა, ნათია ტყემალაძე, სალომე შველიძე. მათ მოამზადეს მოხსენებები მამა ადამ ახალაძის შემოქმედებასთან დაკავშირებით, გაგვიზიარეს პირველი შთაბეჭდილებები, რომელიც ამ წიგნის წაკითხვისას დაეუფლათ და ასე ისაუბრეს მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელ და გამორჩეულ მოთხრობაზე.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა