სიახლეები და ღონისძიებები

დავით კენჭაძე GAU-ში

დავით კენჭაძე GAU-ში

ოთხშაბათი, 19 ოქტომბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

"დიახ, შენ ეს შეგიძლია" - ასე ერქვა ბიზნეს კონსულტანტისა და ტრენერის, დავით კენჭაძის საჯარო ლექციას, რომელიც მან სპეციალურად GAUელებისთვის 19 ოქტომბერს (2016) ჩაატარა.

ეს იყო პირადი გამოცდილებისა და აპრობირებული რჩევების გაზიარების საათნახევარი; წარმატებისკენ მიმავალი გზის წესების გაცნობიერების კარგი საშუალება; ინტერაქციული შეხვედრა, რომელმაც სტუდენტებს მოტივაცია აუმაღლა და კიდევ ერთხელ დააფიქრა საკუთარ მიზნებზე, რომლებიც აუცილებლად გაზომვადი უნდა იყოს და დროის გარკვეული მონაკვეთით განისაზღვრებოდეს.

"ეს შეიძლება ძალიან ამერიკულად მოგეჩვენოთ" - აღნიშნა სპიკერმა ერთ-ერთი პრინციპის ანალიზისას და ხუმრობით დაამატა - "თუმცა არც თქვენ სწავლობთ მხოლოდ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში". GAU ხომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტია.
 
შეხვედრა GAU-ს საჯარო ლექციების ციკლის "GAU-ღე კარი გამოწვევებს" ფარგლებში გაიმართა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა