ქალთა საერთაშორისო ასოციაცია სტუმრად GAU-ში წიგნის ,,33 ემოცია - ქართული ანბანის’’ პრეზენტაციაზე
ოთხშაბათი, 23 იანვარი, 2019
GAU-მ 23 იანვარს (2019) ქალთა საერთაშორისო ასოციაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ქალბატონებს ვუამბეთ ჩვენი საამაყო პროექტის შესახებ, რომელიც პალიტრა ლ-თან თანამშრომლობით განხორციელდა.
ანთოლოგია „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ სტუმრებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა, პროექტის ავტორმა ეკატერინე ტოგონიძემ და მთარგმნელმა ნანუკა კობახიძემ წარუდგინეს. ღონისძიების ბოლოს გათამაშდა ორი წიგნი და ქართულ კულტურაზე საუბარი ფურშეტის თანხლებით გაგრძელდა. დასასრულს მსურველებს GAU-ში ტური ჩაუტარდათ.